რუსული საფრთხის შეჩერება და შავი ზღვის უსაფრთხოება – ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე ეს საკითხები განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სახელმწიფო დეპარტამენტშიც მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა.
მოგვიანებით, დავით ზალკალიანმა ამ თემაზე, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე უკრაინელ და ლიტველ კოლეგებთანაც ისაუბრა.
„ხვალ იქნება ამაზე მსჯელობა და ბუნებრივია, ნატოს მინისტერიალი ამაზე გააკეთებს განცხადებას. ძალიან მნიშვნელოვანია,რომ შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ჩვენც ვართ მოაზრებული, საქართველო არის შავი ზღვის ქვეყანა,“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
უკრაინის ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ როცა ნატო-ს გემები შავი ზღვის აუზში შემოდიან, ეს რუსეთისთვის მკაფიო შეტყობინებაა. ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ იმედი გამოთქვა, რომ ნატო საქართველოსა და უკრაინასთან ამის შემდეგ კიდევ უფრო გააღრმავებს თანამშრომლობას.
„ჩვენ ვხედავთ ნატოს გემები შავი ზღვის აუზში შემოდიან. ეს მკაფიო შეტყობინებაა რუსეთისთვის, რომ ჩვენ მარტოები არ ვართ. საქართველო, უკრაინა, ერთად არიან მათ ნატოელ პარტნიორებთან. იმედი მაქვს, რომ ეს დამატებით კიდევ უფრო ღრმა თანამშრომლობას განავითარებს უკრაინას, საქართველოს და ნატოელ მოკავშირეებს შორის,”- განაცხადა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ.
კომენტარები