ძალადობა და ფულის გამოძალვა ჯარში, ნეპოტიზმი, კორუფცია და ე.წ. “დედოვშინა” – თავდაცვის მინისტრს ოპოზიცია უმწვავესი კითხვებით ელოდება. დღეს პარლამენტში ლევან იზორიას მინისტრის საათის ფარგლებში მოუსმენენ.
იზორია პარლამენტში უკვე მივიდა. ის აცხადებს, რომ მზად არის ყველა კითხვას გასცეს პასუხი. მინისტრი ამბობს, რომ დეპუტატებს მოუწევთ ფაქტებით დაასაბუთონ ის განცხადებები, რომლებსაც კორუფციასთან მიმართებით აკეთებენ.
„ეს არის აბსურდი და ტყუილი. ეს არის არარსებულ ფაქტებზე დაფუძნებული განცხადებები, რომელიც უნდა ვამხილო დღეს და ძალიან მაინტერესებს ფართო საზოგადოებამაც გაიგოს რა კონკრეტულ ინფორმაციას, ფაქტს ეფუძნება ვფიქრობ სერიოზული ადამიანების განცხადებები, რომლებსაც ამბიცია აქვს ხალხს მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია და ზოგს ამბიცია აქვს, რომ აქ იყოს ხალხის სახელით წარმოდგენილი. ძალიან მაინტერესებს და სიამოვნებით მოვუსმენ ამ ე.წ. კორუფციის ფაქტებს. თქვენ საუბრობთ სახელფასო ბარათების გამოყენებაზე, რომელიც დაიწყო ჩემს მინისტრობამდე და რომელიც გამოვავლინეთ. ეს ფაქტები არის კორუფციის გამოვლენის ფაქტები, კორუფციასთან ბრძოლის ფაქტები რომლესაც ყველამ ხელი უნდა შეუწყოს,“-განაცხადა ლევან იზორიამ.
კომენტარები