NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ეს არის მეგობართა ჯგუფი, რომელიც საქართველოს მხარს უჭერს” – გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარების წერილზე საუბრობს

“ეს არის მეგობართა ჯგუფი, რომელიც საქართველოს მხარს უჭერს” – გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარების წერილზე საუბრობს

03 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 683 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროპარლამენტარების წერილს, სადაც ევროპელი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს კერზაიას საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას სთხოვენ, უმრავლესობის დეპუტატები ეხმაურებიან. მმართველი გუნდის წევრების თქმით, წერილი საქართველოს გულშემატკივრის პოზიციას გამოხატავს. მათი თქმით, ეს არის მეგობართა ჯგუფის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელიც საქართველოს მხარს უჭერს და ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის საქმეზე დამატებითი ინფორმაცია სჭირდება.

ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ევროპარლამენტარების მიერ, მამუკა ბახტაძის სახელზე გაგზავნილი წერილი, ადეკვატურ პასუხს მიიღებს.

„ამ საკითხზე კითხვები აბსოლუტურად გასაგებია. ეს არის სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლების წერილი. იქვე მითითებულია, რომ ეს არის მეგობართა ჯგუფი, რომელიც საქართველოს მხარს უჭერს, გულშემატკივრობს მას და ამ საკითხთან დაკავშირებით სჭირდებათ დამატებით ინფორმაცია. პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი ეს წერილი, ვფიქრობ, არა თუ უყურადღებოდ დარჩება, არამედ საკმაოდ კომპეტენტურ პასუხსაც მიიღებს,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ქვეყანაში სისტემურ დანაშაულს გამორიცხავს.

„ის, რომ სისტემურ დანაშაულზე იყოს ლაპარაკი, მე მგონია, რომ ამ თემას კარგად უნდა გადახედოს თქვენმა ტელეკომპანიამაც და იმ ხალხმა, ვინც საერთოდ სისტემურ დანაშაულზე ლაპარაკობს, რომლებმაც შექმნეს ადამიანის უფლებების დამთრგუნველი სისტემა და უამრავი ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს და ჯანმრთელობა მოუსპეს,“ – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

“წერილი არის იმის მაგალითი, რომ ევროპარლამენტარები საქართველოში დემოკრატიას გულშემატკივრობენ,” – ამის შესახებ განცხადება ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მისი თქმით, ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში სპეციალური მოსმენაც კი გაიმართა, სადაც ყველა კითხვა იქნა დასმული.

არჩილ თალაკვაძე-ის სურათის შედეგი

„რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეს, პარლამენტმა სპეციალური მოსმენა დაუთმო ამ საქმეს და კომიტეტზე იყო ყველა ის კითხვა და ყველა ის ასპექტი განხილული, რომელიც საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა მხარეს, მათ შორის ოპოზიციამაც დასვა ყველა კითხვა, რომელიც ამ საქმეზე ჰქონდათ. რა თქმა უნდა. ჩვენი მოლოდინიც არის ის, რომ ამ საქმეზე ჩატარდება სრულფასოვანი გამოძიება, “ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ევროპარლამენტარების წერილს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატიც ეხმაურება. ლევან კობერიძე პროკურატურას ია კერზაიას საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ლევან კობერიძე-ის სურათის შედეგი

„ევროპარლამენტარების ამ წერილთან ერთად, მეც შემიძლია პროკურატურას მოვუწოდო კიდევ ერთხელ, რაც შეიძლება დროულად გამოიძიოს ეს ფაქტი. თავიდანვე ვთქვი, რომ თუ საჭიროა მინისტრმა აიღოს პასუხისმგებლობა და შიდა უწყებრივი გამოძიებით, დროზე დაადგინოს პასუხი. თუ ეს საკმარისი არ იქნება, საქმე აღიძრას. ბაჩანა არის ჩემი მეგობარი და მე მინდა რომ ძალიან სენტიმენტებისგან დაცლილი კომენტარები ვაკეთოთ. მეც მინდა ბევრი რამე სხვანაირად რომ იყოს და უფრო სწრაფად იყოს, მაგრამ ძიებას აქვს თავის პროცედურა,“ – განაცხადა ლევან კობერიძემ.

კომენტარები

ევროპარლამენტარები მეგობართა ჯგუფი მხარს უჭერს წერილი 2019-04-03
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ევროპარლამენტარები მეგობართა ჯგუფი მხარს უჭერს წერილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„რომელი სისტემა უნდა მოქმედებდეს, პროპორციული თუ მაჟორიტარული, მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია”

შემდეგი სტატია

უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაისჯება – ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივა

მსგავსი სტატიები

მაშველებმა მყინვარწვერიდან რუსეთის მოქალაქე ჩამოიყვანეს

მაშველებმა მყინვარწვერიდან რუსეთის მოქალაქე ჩამოიყვანეს

23 ივლ 2018
მარგველაშვილის მსგავსი ფიგურების ჩართვა პროცესში, რასაც ჰქვია „ივანიშვილის სახით ეროვნული პოლიტიკური ჭირის მოშორება“ არჩევნების გზით, მისასალმებელია

მარგველაშვილის მსგავსი ფიგურების ჩართვა პროცესში, რასაც ჰქვია „ივანიშვილის სახით ეროვნული პოლიტიკური ჭირის მოშორება“ არჩევნების გზით, მისასალმებელია

ირაკლი შალიკაშვილი 27 თებ 2020

ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

06 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge