NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შრომითი უსაფრთხოება – დეპუტატების თქმით, ქვეყანაში სამარცხვინო მდგომარეობაა შექმნილი

შრომითი უსაფრთხოება – დეპუტატების თქმით, ქვეყანაში სამარცხვინო მდგომარეობაა შექმნილი

02 აპრ 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, საზოგადოება 568 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე შრომითი უფლებების შესახებ იმსჯელეს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, შრომითი უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სამარცხვინოა.

ოპოზიციის წარმომადგენლები კორუფციაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში რეგულაცია სწორედ კორუფციის წყარო გახდა. დეპუტატები აცხადებენ, რომ უმეტეს შემთხვევაში დარღვევის დროს პასუხს არავინ აგებს.

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი„რატომ ხდება, რომ რეგულაცია სწორედ იქ, სადაც შესაძლოა, მისი აუცილებლობა არსებობდეს გახდა სავარაუდოდ, კორუფციის წყარო და ჩვენი მოქალაქეები კვლავ რჩებიან დაუცველები. უმრავლეს შემთხვევაში გამოძიება წინ არ მიდის. არავინ პასუხს არ აგებს და სასამართლოში 2017 წელს 46 დაწყებული საქმიდან მხოლოდ ოთხმა მიაღწია,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატები მიუთითებენ, რომ შრომითი უსაფრთხოების კუთხით არსებული რეგულაციები არასაკმარისია, ხოლო მისი აღსრულება – არასათანადო.

გია ჟორჟოლიანი-ის სურათის შედეგი„აშკარაა, ამ სფეროში არსებული რეგულაციები არასაკმარისია და აღსრულება არასათანადო. არსებული წესების არაეფექტურობა ეჭვს აღარ იწვევს,“ – განაცხადა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, გია ჟორჟოლიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პასუხისმგებლობას იმ კომპანიებს აკისრებენ, რომლებიც მშენებლობაზე სამუშაოებს ასრულებენ. მმართველი გუნდის წევრები აღიარებენ, რომ შრომითი უსაფრთხოების კუთხით პრობლემები არსებობს.

სოფო კილაძე-ის სურათის შედეგი„ზოგიერთი უპასუხისმგებლო კომპანიის კოლოსალური მოგების გამო, ადამიანები იღუპებიან და მათ სანქციების შიში არ აქვთ. რა არის გამოსავალი ამ შემთხვევაში. ჩემი აზრით, გასამკაცრებელია სანქციები და გასაუმჯობესებელია აღსრულება,“ – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემის მოსაგვარებლად სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი-ის სურათის შედეგი„კანონი, რომელიც მივიღეთ ეფექტურია, მნიშვნელოვანია და ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. გათვალისწინებულია ევროპული დირექტივები, მაგრამ ჩვენ რეალურად გვაქვს პრობლემა კანონის აღსრულების და ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი,“ – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

დეპუტატები სამარცხვინო მდგომარეობა შრომითი უსაფრთხოება 2019-04-02
Tags დეპუტატები სამარცხვინო მდგომარეობა შრომითი უსაფრთხოება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“პირადი შურისძიება” – ბესელიას და კვაჭანტირაძეს შესაძლოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია დაატოვებინონ

შემდეგი სტატია

თუ ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებს არ დავუჭერთ მხარს, ნიშნავს რომ ჩვენ ილიას გზას ვერ მივყვებით – მაღრაძე თანაგუნდელებს უპირისპირდება

მსგავსი სტატიები

ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გაიხსნა

20 სექ 2018

თაბორის და პუშკინის სკვერის პროექტებზე ვიდეომასალა ვრცელდება

10 ოქტ 2017
„როგორც ვიცი, პატრიარქმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება და არც არავისთვის უთქვამს“

„როგორც ვიცი, პატრიარქმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება და არც არავისთვის უთქვამს“

25 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში – სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის

    თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში – სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის

  • ეკა ხერხეულიძე: ასე რომ, ძვირფასო კოლეგებო, ნიკას თქმით, ნუ შეწუხდებით დამატებითი კითხვების დასმით

    ეკა ხერხეულიძე: ასე რომ, ძვირფასო კოლეგებო, ნიკას თქმით, ნუ შეწუხდებით დამატებითი კითხვების დასმით

  • დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

    დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

  • კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!

    კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!

  • ირინა სარიშვილი: ეგებ ვინმემ ამიხსნას რომ რაც აქ დავწერე, ასე არ არის ან მე რაღაც ვერ გავიგე – მადლობელი დავრჩები

    ირინა სარიშვილი: ეგებ ვინმემ ამიხსნას რომ რაც აქ დავწერე, ასე არ არის ან მე რაღაც ვერ გავიგე – მადლობელი დავრჩები

  • „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს

    მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს

  • მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

    მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

  • თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

  • 5 პუნქტიანი წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს შესთავაზა

    5 პუნქტიანი წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს შესთავაზა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge