NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პარლამენტის სხდომა ჩხუბით დაიწყო – ერთმანეთს აკაკი ბობოხიძე და ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდნენ

პარლამენტის სხდომა ჩხუბით დაიწყო – ერთმანეთს აკაკი ბობოხიძე და ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდნენ

02 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 478 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის სხდომა ჩხუბით დაიწყო – ერთმანეთს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და “ევროპული საქართველოს” წევრი, აკაკი ბობოხიძე დაუპირისპირდნენ. კამათის მიზეზი კი სხდომის დაგვიანებით დაწყება გახდა.

ბობოხიძის თქმით, 12:00 საათზე სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა, თუმცა რადგან სხდომა გადავადდა, დარბაზიდან გავიდა, უკან დაბრუნებულს კი დეპუტატთა რეგისტრაციის პროცესი დასრულებული დახვდა, რის გამოც რეგისტრაცია ვეღარ გაიარა.

აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მოსთხოვა, რომ რეგისტრაცია დათქმულ დროს დაიწყოს და არა დაგვიანებით.

აკაკი ბობოხიძე-ის სურათის შედეგი„ბატონი ირაკლი, ხედავთ, რომ აქ ვარ. რეგისტრაცია რომ დაიწყეთ, მაინც და მაინც მაშინ აღმოვჩნდი გასული და კაცი, რომელიც მოვედი 12-ს რომ 10 წუთი აკლდა, სინამდვილეში დამრღვევი გამოვდივარ. დაბეჯითებით გთხოვთ, რეგისტრაცია დაიწყოს იმ დროს, რა დროსაც დავთქვამთ,“- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ოპოზიციონერ დეპუტატს ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომელმაც განმარტა, რომ ბობოხიძემ რეგლამენტი დაარღვია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წევრის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. კობახიძემ კი ბობოხიძე პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.

Image may contain: 1 person„დამრღვევი კი არ გამოდიხართ, დაარღვიეთ რეგლამენტი, რადგან არ გაიარეთ რეგლამენტი სათანადო დროს. არ შეიძლება ყველა სხდომა ასეთი გამოხდომებით დაიწყოთ, ბატონო აკაკი, თქვენი ვალია, მთელი დღე სამუშაო რეჟიმში იყოთ. თქვენ დაარღვიეთ თქვენი ვალდებულება, როდესაც რეგისტრაცია არ გაიარეთ. დამშვიდდით ბატონო აკაკი, ხმას დაუწიეთ. ბატონო აკაკი, არ გიხდებათ ასეთი ქცევა, გთხოვთ კოლეგებს დაუთმოთ სიტყვა. თქვენი საქციელი მოსაწონი არ არის. კოლეგებო, გთხოვთ არ შეხვიდეთ პოლემიკაში ბატონ აკაკისთან. ეს არის პროვოკაცია. ნუ წამოვეგებით ამ პროვოკაციას. ბატონი აკაკი, ახალგაზრდები გიყურებენ, არ გიხდებათ ასეთი საქციელი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

2019-04-02
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თემირლან მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეები – ომბუდსმენი ანგარიშში არასრულ გამოძიებაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

ყველა წესს არგებთ უმრავლესობას, შექმენით უმრავლესობის დიქტატურა – ბოკუჩავა კობახიძეს მიმართავს

მსგავსი სტატიები

H1-N1 – მედიკოსები ვირუსის სწრაფ გავრცელებაზე საუბრობენ 

H1-N1 – მედიკოსები ვირუსის სწრაფ გავრცელებაზე საუბრობენ 

25 დეკ 2018

სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივრის საფუძველზე მამის ავტომანქანის დაზიანებისთვის მსჯავრდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

20 სექ 2018
სალომე ზურაბიშვილი: შემინდეთ და მომიტევეთ და რაც მთავარია, ერთმანეთს შევუნდოთ

სალომე ზურაბიშვილი: შემინდეთ და მომიტევეთ და რაც მთავარია, ერთმანეთს შევუნდოთ

10 მარ 2019

უახლესი ამბები

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

  • ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

    ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

  • რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

    რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

  • მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

    მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

  • კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

    კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

  • “იღბლიანი რიგი მაქვს  – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

    “იღბლიანი რიგი მაქვს – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

  • თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

    თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

  • გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

    გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

  • 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

    18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge