NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კანონის შესაბამისად განხორციელდება ყველა ზომა – თბილისის მერი საჯარო ბაღებში გამოვლენილ დარღვევებზე

კანონის შესაბამისად განხორციელდება ყველა ზომა – თბილისის მერი საჯარო ბაღებში გამოვლენილ დარღვევებზე

02 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 684 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საჯარო ბაღებში გამოვლენილ დარღვევებს თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურება. საქმე ეხება სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგებს, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ბაღებში შეტანილ არაჟანში ცხოველური ცხიმების ნაცვლად მცენარეული ცხიმია აღმოჩენილი, ყველში კი – რძის ფხვნილი.

ამ დასკვნის გამო კი ბაღების მართვის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბაღებს ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რძის პროდუქტების მიწოდება შეუწყდეს.

კახი კალაძე განმარტავს, რომ ბაღების შემოწმება სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ ბავშვებთან არაჯანსაღი პროდუქტი არ მოხვდეს.

„როდესაც ხდება ხოლმე ასეთი დარღვევები შესაბამისი რეაგირება და ქმედებების განხორციელება ხდება ჩვენი მხრიდან და შემთხვევით არ არის ის, რომ ხორციელდება შემოწმებები. რა თქმა უნდა, ეს მომავალშიც გაგრძელდება იმისთვის, რომ ჩვენ ყველანაირად დაცულები ვიყოთ, რომ არასწორი პროდუქტები არ შევიდეს და არა მხოლოდ საბავშვო ბარებში, ზოგადად,“ – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ჟურნალისტის კითხვაზე, დაეკისრება თუ არა ჯარიმები კომპანიას, განაცხადა რომ „კანონის შესაბამისად განხორციელდება ყველა ზომა“.

თბილისის მერიის ფავორიტი კომპანია შ.პ.ს. ნილი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა.  ირკვევა, რომ ბაღების მომმარაგებელ კომპანიას, შ.პ.ს. ნილს ბავშვებთან შეჰქონდა არა რძის ნაწარმი, როგორც ამას კონტრაქტი ავალდებულებდა, არამედ მისი შემცვლელი პროდუქტი, რაც რიგ შემთხვევაში მცენარეულ ცხიმებზე იყო დამზადებული.

სწორედ ამიტომ დღეს თბილისის არც ერთ საბავშვო ბაღში რძის ნაწარმი არ შესულა და საჯარო ბაღების აღსაზრდელები არაჟნის, მაწვნის, ყველისა, ხაჭოსა და კარაქის გარეშე დარჩნენ.

კომენტარები

თბილისის მერი კანონი ყველა ზომა 2019-04-02
Tags თბილისის მერი კანონი ყველა ზომა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„არასამთავრობოები და ალტერნატიული კანონპროექტების ავტორები არ არიან გულწრფელები”

შემდეგი სტატია

დარღვევები საჯარო საბავშვო ბაღებში – ბაღების რძის პროდუქტებით მომმარაგებელი კომპანია ბრალდებებს უარყოფს

მსგავსი სტატიები

მარჩიელობას თავი დავანებოთ, ხაზარაძემ წარადგინოს ე.წ. წერილი, ითანამშრომლოს გამოძიებასთან

მარჩიელობას თავი დავანებოთ, ხაზარაძემ წარადგინოს ე.წ. წერილი, ითანამშრომლოს გამოძიებასთან

ირაკლი შალიკაშვილი 21 ოქტ 2019

საარჩევნო სიაში 2.700.000 მოქალაქის დაზუსტებული მონაცემია

29 აგვ 2017
“ენმ-ძალა ერთობაშიამ” საზღვარგარეთ გახსნილი 52 საარჩევნო უბნიდან 34-ზე გაიმარჯვა

“ენმ-ძალა ერთობაშიამ” საზღვარგარეთ გახსნილი 52 საარჩევნო უბნიდან 34-ზე გაიმარჯვა

ნინო ჩხეიძე 01 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge