NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პოლიციელებისა და ციხის თანამშრომლების მიერ ჩადენილი სავარაუდო ძალადობის ფაქტების გამოუძიებლობა ხელს უწყობს, ძალადობის ზრდას

პოლიციელებისა და ციხის თანამშრომლების მიერ ჩადენილი სავარაუდო ძალადობის ფაქტების გამოუძიებლობა ხელს უწყობს, ძალადობის ზრდას

01 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება 703 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პოლიციის განყოფილებებში დაკავებულების ცემის და მათზე ძალადობის ფაქტები გაორმაგდა – სახალხო დამცველის ანგარიშს, სადაც საქართველოს მასშტაბით არსებულ წინასწარი დაკავების იზოლატორებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზეა საუბარი, ოპოზიცია ეხმაურება. ოპოზიციას არ უკვირს საგანგაშო სტატისტისკური მაჩვენებელი. მათი თქმით, ამის მიზეზი უამრავი გახმაურებული გამოუძიებელი საქმეა.

„ის, რომ გაუარესებული არის მდგომარეობა წინასწარი დაკავების იზოლატორებში, ეს უკავშირდება იმას, რომ უამრავი მიმართვის მიუხედავად სახალხო დამცველისა, არცერთი მსგავსი საქმე გამოძიებული არ იქნა ხელისუფლების მხრიდან. გამოუძიებელი რჩება პოლიციელებისა და ციხის თანამშრომლების მიერ ჩადენილი სავარაუდო ძალადობის ფაქტები და რა თქმა უნდა ეს ხელს უწყობს, რომ ძალადობა იზრდება და სტატისტიკა უარესდება,“-აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

სამადაშვილის თქმით, ანგარიში ნათლად ასახავს იმას, რასაც ოპოზიცია ამდენი ხანია ამბობს. დეპუტატი ამბობს, რომ ყველა გახმაურებული საქმე გამოუძიებელი რჩება და ხელისუფლება არც აპირებს მათ გამოძიებას. ერთ-ერთ ასეთ საქმედ სამადაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს გამოჰყოფს.

​სახალხო დამცველის დასკვნით, მხოლოდ ბათუმის პოლიციის განყოფილებებში ცხრაჯერ გაიზარდა იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც სამართალდამცველებმა სცემეს და აწამეს. დგინდება, რომ აჭარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე სუსტი რგოლია და ძალადობისა და ცემის ფაქტების საერთო რაოდენობის 40 პროცენტი სწორედ ამ რეგიონზე მოდის.

კომენტარები

პოლიციელები სავარაუდო ციხის თანამშრომლები ძალადობის ფაქტები 2019-04-01
Tags პოლიციელები სავარაუდო ციხის თანამშრომლები ძალადობის ფაქტები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ივანიშვილის ფავორიტმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციას მხოლოდ უკუსვლა მოუტანა – კანდელაკი ომბუდსმენის ანგარიშზე საუბრობს

შემდეგი სტატია

პოლიციელებისგან ძალადობა წინასწარი დაკავების იზოლატორში – საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის ანგარიშის კრიტიკული შეფასებისგან თავს იკავებს

მსგავსი სტატიები

მეუფე იაკობი: ხორბალს თუ რაღაცას ვიყიდით, უკრაინის, ევროპის და რუსეთის ხელისუფლებას ვინ ეკითხება ვისგან ვიყიდი საჭმელს? მაშინ შენ მომეცი იმ ფასში და ვიყიდი

მეუფე იაკობი: ხორბალს თუ რაღაცას ვიყიდით, უკრაინის, ევროპის და რუსეთის ხელისუფლებას ვინ ეკითხება ვისგან ვიყიდი საჭმელს? მაშინ შენ მომეცი იმ ფასში და ვიყიდი

ნინო ჩხეიძე 12 ივნ 2022
შემცირდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა

შემცირდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა

ირაკლი შალიკაშვილი 05 მარ 2021
საქართველოს პარლამენტის წევრები გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის წევრები გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შეხვდნენ

24 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge