NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ილია, რომ აქ იყოს, გეტყოდა – რატიანი, გადი გარეთო“ – დაპირისპირება დეპუტატებს შორის კანონიდან სიტყვა “ლიბერალურის” ამოღებაზე

„ილია, რომ აქ იყოს, გეტყოდა – რატიანი, გადი გარეთო“ – დაპირისპირება დეპუტატებს შორის კანონიდან სიტყვა “ლიბერალურის” ამოღებაზე

01 აპრ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 1014 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობას პარლამენტში ხმაური მოჰყვა. ცვლილების ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარიაა, რომელიც კანონიდან სიტყვა “ლიბერალურის” ამოღებას ითხოვს.

ამასთან, ინიციატივის მიხედვით, მოსწავლემ ასევე უნდა ისწავლოს ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების და ოჯახის პატივისცემაც.

„თქვენ ახლა, ჩვეულებრივი მე-19 საუკუნის რეტროგრადული, რუსული ნარატივი შემოგაქვთ აქ… პირდაპირ ილია ჭავჭავაძე ამოიღეთ სწავლების მიზნიდან, ეგ არის,“ – მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა ნუკრი ქანთარიას.

ამაზე პასუხად კი ქანთარიამ აღნიშნა: „ილია, რომ აქ იყოს, გეტყოდა – რატიანი, გადი გარეთო.“

სხდომის დასრულების შემდეგ სერგო რატიანმა განაცხადა, რომ „ოცნება“ დასავლურ, მათ შორის თანამედროვე ქართული ცნობიერების საფუძველს ებრძვის.

„ამ საფუძველზე საუბრობდა ილია ჭავჭავაძე და ის ამბობდა, რომ ლიბერალიზმი არის თანამედროვე ერის, სახელმწიფოს, პიროვნების თავისუფლების, ზოგადად პლურალიზმის საფუძველი,“ – განაცხადა რატიანმა.

ნუკრი ქანთარიასთვის ოპონენტების პოზიცია გაუგებარია და აღნიშნავს, რომ „ლიბერალიზმი“ პოლიტიკური მიმართულებაა და ინტერპრეტაციების საშუალებით მისთვის სხვადასხვა მნიშვნელობით გააზრება ხდება.

„რაც დრო გადის უფრო და უფრო ემატება გადამთარგმნელები და ავტორები და ზოგისთვის სალანძღავი სიტყვაა, ზოგი ამოფარებულია ამას, ამიტომ, ვთქვით, რომ საუკეთესო რაც არის ქართულად დავწეროთ – თავისუფალი აზროვნება, პატივისცემა,“ – განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

2019-04-01
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა უნდა გაუქმდეს”-ირმა ინაშვილი ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდა

შემდეგი სტატია

ჯერ უნდა შექმნა გარკვეული სოციალური ფონი და შემდგომ დააწესო რეგულაციები – ზაალ უდუმაშვილი ტაქსის მძღოლებს შეხვდა

მსგავსი სტატიები

არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ სურდეს, რომ მოლაპარაკების უფრო ეფექტური ფორმატი არსებობდეს, ვიდრე 50 შეხვედრა, რომელსაც კონკრეტული შედეგი არ მოუტანია

არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ სურდეს, რომ მოლაპარაკების უფრო ეფექტური ფორმატი არსებობდეს, ვიდრე 50 შეხვედრა, რომელსაც კონკრეტული შედეგი არ მოუტანია

ირაკლი შალიკაშვილი 25 დეკ 2019
ხაზარაძე ხან “ჩრდილოვან კაბინეტზე” ლაპარაკობს, ხან მზიან საქართველოზე და ხან 12 მოციქულზე

ხაზარაძე ხან “ჩრდილოვან კაბინეტზე” ლაპარაკობს, ხან მზიან საქართველოზე და ხან 12 მოციქულზე

ირაკლი შალიკაშვილი 17 სექ 2019
“გიორგი მღებრიშვილთან კითხვები ექნება საპარლამენტო უმრავლესობასაც”

“გიორგი მღებრიშვილთან კითხვები ექნება საპარლამენტო უმრავლესობასაც”

11 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge