NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“გაფიცვის დღიდან დაიწყო საზოგადოების მოტყუება” – ოპოზიცია გაფიცული სოც.მუშაკების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვს

“გაფიცვის დღიდან დაიწყო საზოგადოების მოტყუება” – ოპოზიცია გაფიცული სოც.მუშაკების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვს

29 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 446 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპარლამენტო ოპოზიცია ჯანდაცვის სამინისტროსგან, გაფიცული სოციალური მუშაკების მოთხოვნების სრულად შესრულებას მოითხოვს. ამ წუთებში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და სწორედ სოციალურ სამსახურში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.

დეპუტატების კითხვებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე უპასუხებს. სხდომას გაფიცული სოციალური მუშაკებიც ესწრებიან.

ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ჯანდაცვის უწყებამ უნდა გაითვალისწინოს გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები და ასევე, დაიცვან ბენეფიციარების უფლებები.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია ჯანდაცვის სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ უწყებას სოც.მუშაკების გაფიცვამდე ჰქონდა ინფორმაცია მათი მოთხოვნების შესახებ, თუმცა არაფერი მოიმოქმედა.

ელენე ხოშტარია-ის სურათის შედეგი„გაფიცვის დღიდან დაიწყო საზოგადოების მოტყუება, რომ თითქოს გაფიცვა პრობლემას არ უქმნის ბავშვების უფლებების დაცვას და ბოლომდე ეჭიდავება და ჯინში უდგას ამ ადამიანებს. დღეს მაინც, ამ კომიტეტზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ყველა ის აუცილებელი და მწვავე საკითხი გადაჭრას, რაც დღეს დგას. ეს არის ტრანსპორტის საკითხი, ეს არის საჭირო რაოდენობის სოც.მუშაკების დამატების საკითხი, ეს არის ფსიქოლოგების საკითხი და ეს არის, მათ შორის, ხელფასის საკითხი,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სოც.მუშაკების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, ბექა ნაცვლიშვილიც. “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატი ამბობს, რომ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები საკმაოდ მინიმალურია და ისინი აუცილებლად უნდა შესრულდეს.

ბექა ნაცვლიშვილი-ის სურათის შედეგი„ეს არის მინიმალური მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც სოციალურ მუშაკებს შეეძლებათ მომავალში, უბრალოდ, თავიანთ პასუხისმგებლობას გაართვან თავი, თავის გართმევაზეა აქ საუბარი… მთავარი არის, რომ ეს მინიმალური მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ან სულ მინიმუმ, თუ ამას სჭირდება ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე რაღაც ვადები, ამ ვადებზე იყოს კონკრეტული პირობა,“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მმართველ გუნდში კი ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ყველაფერს აკეთებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ გაფიცული სოც.მუშაკების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას – ხელფასების ზრდას ჯანდაცვის მინისტრო მომავალ წლამდე ვერ შეძლებს.

სოფო კილაძე-ის სურათის შედეგი„ჯანდაცვის სამინისტროს რაც არ აქვს საბიუჯეტო ასიგნემების ფარგლებში, ბუნებრივია, იმას ვერ გააჩენს 2019 წელს. ამიტომ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რა შეიძლება გავაკეთოთ იმ რესურსებიდან, რომელიც აქვს ჯანდაცვის სამინისტროს,“ – განაცხადა სოფო კილაძემ.

ჯანდაცვის მინისტრსა და სოცმუშაკებს შორის გუშინდელ შეხვედრაზე შეთანხმება ნაწილობრივ შედგა. თუმცა, გაფიცვა კვლავ გრძელდება. ჯანდაცვის მინისტრი რამდენიმე დათმობაზე  წავიდა – სოციალურ მუშაკებს ბიუროკრატიული ვალდებულებებს შეუმცირებენ, ეყოლებათ მანქანები სწრაფი რეაგირებისთვის და დაემატებათ 50 ახალი თანამშრომელი.

კომენტარები

მოთხოვნების დაკმაყოფილება ოპოზიცია საზოგადოების მოტყუება სოც.მუშაკები 2019-03-29
Tags მოთხოვნების დაკმაყოფილება ოპოზიცია საზოგადოების მოტყუება სოც.მუშაკები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რაც ვთქვი ბესელიაზე, ეს იცის სრულიად საქართველომ

შემდეგი სტატია

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ – ფორუმი პრემიერ-მინისტრმა გახსნა

მსგავსი სტატიები

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტებზე სამი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტებზე სამი პირი დააკავა

15 მაი 2018
ხმაური იუსტიციის საბჭოს სხდომაზე – არამოსამართლე წევრები ილონა თოდუას დაუპირისპირდნენ

ხმაური იუსტიციის საბჭოს სხდომაზე – არამოსამართლე წევრები ილონა თოდუას დაუპირისპირდნენ

ირაკლი შალიკაშვილი 16 ივლ 2019

არჩევნების დღეს სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი იმოქმედებს

20 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

  • გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

    გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

  • თბილისში მკვლელობა მოხდა

    თბილისში მკვლელობა მოხდა

  • ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

    ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

  • პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

    პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge