NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„დიდი ჩავარდნა გვაქვს” – დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სოციალურ მუშაკებს ხელფასი უნდა გაეზარდოთ

„დიდი ჩავარდნა გვაქვს” – დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სოციალურ მუშაკებს ხელფასი უნდა გაეზარდოთ

29 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 787 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის სოციალური მუშაკების საკითხზე მსჯელობდნენ. შეხვედრა, რომელსაც სოცმუშაკები და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ, 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სოციალურ მუშაკთა ხელფასები უნდა გაიზარდოს.

კანონმდებლები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს სთხოვდნენ, რომ განემარტა მათთვის, კონკრეტულად რა დახმარება სჭირდება იმისთვის, რომ სოციალური მუშაკებისთვის ხელფასი გაიზარდოს. დეპუტატები მინისტრის მოადგილეს დაჰპირდნენ, რომ თანხის მოძიებაში დაეხმარებოდნენ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ჯერ სახელფასო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს. ამ განცხადებას დეპუტატების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

„დიდი ჩავარდნა გვაქვს. პლუს, როდესაც სხვა პროფესიის ადამიანებს ვასაქმებთ, შეფერეხებაა. შანტაჟის განცდა იყო. ადამიანები მე-5 დღეა, დგანან კანცელარიასთან, პრობლემაზე ლაპარაკობენ და ჯანდაცვის სამინისტროდან პასუხი გვაქვს, რომ უფლებამოსილებას შეგიჩერებთ. გამოვიდეს პრემიერი, გადავხედოთ ბიუჯეტს და გადავანაწილოთ. ძალიან გთხოვთ, ეს კომიტეტიც ნუ იქნება, რომ გამოსვლას დავასრულებთ, მოვალეობას მოვიხდით, წავალთ და ისევ მარტო დარჩებიან,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ, რაზეც სოფო კილაძემ მიმართა, რომ  საყვედურს ვერ მიიღებს, რასაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა.

„მოდით ყველა გამოსვლა დაიწყეთ, ხალხო, ქალბატონი სოფოს ქებით,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციის წევრები მთავრობის, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობასა და ბრალეულობაზე საუბრობენ.

„სოციალური სფეროს ის ნაწილი, რომელსაც ობიექტურად აკრიტიკებენ, არის ყველაზე მიტოვებული მთავრობის მიერ. ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა პასუხისმგებელია, დამნაშავეა,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ თანხის პრობლემა კი არა, რეალუარად მიდგომისა და კომუნიკაციის პრობლემა დგას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ სოციალური სააგენტო შესაბამის მოთხოვნებს და რეფორმებს ჩამორჩება.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ჩამორჩენა გვაქვს. სოციალური სააგენტო რეფორმებით ჩამორჩება და ვერ ეწევა მოთხოვნებს,“ – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

დეპუტატები სოც.მუშაკები ჩავარდნა გვაქვს ხელფასი 2019-03-29
Tags დეპუტატები სოც.მუშაკები ჩავარდნა გვაქვს ხელფასი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ასეთი რაღაცის თქმა საყვედურის სახით, მგონი, არ არის სამართლიანი – კამათი პარლამენტში სოფო კილაძესა და სოცმუშაკებს შორის

შემდეგი სტატია

ფიზიკური ძალადობა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკზე – დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ფაქტს უარყოფს

მსგავსი სტატიები

“ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ნომერი ვიქნები”

“ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ნომერი ვიქნები”

ნინო ჩხეიძე 12 აგვ 2020
„თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის სატელევიზიო ანძაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

„თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის სატელევიზიო ანძაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

სოსო ელისაშვილი 26 მარ 2018
მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან

მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან

01 თებ 2018

უახლესი ამბები

  • ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში გამოქვეყნდა – როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

    ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში გამოქვეყნდა – როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

  • ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

    ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

  • მედია: 8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

    მედია: 8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

  • მამუკა ყურაშვილი: რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს

    მამუკა ყურაშვილი: რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს

  • გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

    გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

  • 2 დაღუპული და 60 დაშავებული, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია – ერევანში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციაში, რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან

    2 დაღუპული და 60 დაშავებული, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია – ერევანში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციაში, რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან

  • გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რუსებისთვის ვიზებზე უარი პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციას წარმოშობს

    გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რუსებისთვის ვიზებზე უარი პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციას წარმოშობს

  • ვეშაპისებრი ზვიგენი ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდი თევზის სახეობა

    ვეშაპისებრი ზვიგენი ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდი თევზის სახეობა

  • როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

    როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

  • სიურეალისტური სიზმარი – ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული საოცარი სანახაობა

    სიურეალისტური სიზმარი – ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული საოცარი სანახაობა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge