NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ასეთი რაღაცის თქმა საყვედურის სახით, მგონი, არ არის სამართლიანი – კამათი პარლამენტში სოფო კილაძესა და სოცმუშაკებს შორის

ასეთი რაღაცის თქმა საყვედურის სახით, მგონი, არ არის სამართლიანი – კამათი პარლამენტში სოფო კილაძესა და სოცმუშაკებს შორის

29 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 471 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საკანონდებლო ორგანოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებსა და სოციალური მუშაკების პროტესტზე მსჯელობენ. სხდომას სოციალური მუშაკები ესწრებიან, რომლებიც ამ დრომდე გაფიცულები არიან და სამსახურში არ დადიან. დღეს პარლამენტში დავით სერგეენკოს ელოდებოდნენ, თუმცა დეპუტატების და სოც, მუშაკების კითხვებს მის ნაცვლად მინისტრის მოადგილე პასუხობს.

სოციალურ მუშაკებს დეპუტატებთან კონკრეტული შეკითხვები ჰქონდათ. მათ მთავარ მოთხოვნებზეც ისაუბრეს. მათ შორისაა ხელფასის ზრდა, ტრანსპორტის გამოყოფა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდა.

სოციალური მუშაკების თქმით, მათ სამინისტროს პასუხი, რომ გარკვეული ცვლილებების განხორციელება არ შეუძლიათ, გაფიცვის მეხუთე დღეს აღარ აკმაყოფილებთ.

„მეტი რა უნდა თქვას სოც.მუშაკმა. სოციალური მუშაკები იძახიან, რომ ჩვენ გვეშინია, რომ კიდევ არ განმეორდეს ტრაგიკული შემთხვევები. ეს არის წითელი შუქურა ნებისმიერი ადამიანისთვის და არა მარტო ჯანდაცვის სამინისტროსთვის,“ – განაცხადა სოც. მუშაკმა, მარიამ ბანძავამ.

სოციალური მუშაკებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ უპასუხა.

„ჩემზე დიდი გულშემატკივარი საქართველოს პარლამენტში, გავკადნიერდები პარლამენტარებთან და ვიტყვი, რომ მე ვიყავი პირველი, ვინც დაიწყო თქვენზე ზრუნვა, კანონიც შევქმენი, რომელიც სერიოზულ გარანტიებს გაძლევთ. ჩემი მისამართით ასეთი რაღაცის თქმა საყვედურის სახით, მგონი, არ არის სამართლიანი,“ – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ სოციალურ მუშაკებს განუცხადა, რომ მათ საყვედურს ის პირადად ვერ მიიღებს.

„ვერ მივიღებ თქვენს საყვედურს, ორი წელია, პარლამენტის წევრი ვარ და ამ ორივე წლიდან სოციალური მუშაკების თემატიკაზე ვმუშაობ. კარგი კანონის შექმნას დრო სჭირდება,“ – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

არ არის სამართლიანი კამათი სოცმუშაკები 2019-03-29
Tags არ არის სამართლიანი კამათი სოცმუშაკები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბოლო დროს მოუხშირა დეპარტამენტმა ფაქტობრივი შეცდომების დაშვება ანგარიშებში

შემდეგი სტატია

„დიდი ჩავარდნა გვაქვს” – დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სოციალურ მუშაკებს ხელფასი უნდა გაეზარდოთ

მსგავსი სტატიები

სამწუხაროდ, ქართველებს გვჭირდება სადილები და საუზმეები უცხო ქვეყნების ელჩების რეზიდენციებში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე დავილაპარაკოთ

სამწუხაროდ, ქართველებს გვჭირდება სადილები და საუზმეები უცხო ქვეყნების ელჩების რეზიდენციებში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე დავილაპარაკოთ

ირაკლი შალიკაშვილი 27 თებ 2020

ბასილაშვილმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა

31 ოქტ 2017
მზად ვიყავი ნებისმიერ გადაწყვეტილებისთვის, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის დატოვებისთვის

მზად ვიყავი ნებისმიერ გადაწყვეტილებისთვის, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის დატოვებისთვის

ირაკლი შალიკაშვილი 03 ივლ 2019

უახლესი ამბები

  • ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

    ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

  • რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

    რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

  • მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

    მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

  • კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

    კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

  • “იღბლიანი რიგი მაქვს  – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

    “იღბლიანი რიგი მაქვს – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

  • თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

    თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

  • გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

    გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

  • 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

    18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

  • ინაუგურაციამდე აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე დაცვის უპრეცენდენტო ზომებს იღებენ

    ინაუგურაციამდე აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე დაცვის უპრეცენდენტო ზომებს იღებენ

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge