“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისი რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგა შუშანია “ქართულ ოცნებას” ტყუილში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ქუთაისისთვის დაპირებული საუნივერსიტეტო ქალაქის ნაცვლად მხოლოდ 3 ათას სტუდენტზე გათვლილ უნივერსიტეტის მშენებლობას აანონსებენ.
შუშანიამ ბრიფინგზე განაცხადა რომ ტერიტორიაზე უნდა გაკეთებულიყო სპორტული კომპლექსი, ჭაობის ნაცვლად ტბა, ბიბლიოთეკები, 60 ათას სტუდენტზე გათვლილი სასწავლო კორპუსები და საერთო საცხოვრებლები.
შუშანია “ქართული ოცნების” ჩინოვნიკებს სთავაზობს თავიანთი შვილები აცხოვრონ ჭაობის გვერდით და მათ ასწავლონ ბაყაყების ყიყინის ფონზე. საუნივერსიტეტო ქალაქი 2019 წელს უნდა გახსნილიყო.
2017 წლიდან რექტორად თეიმურაზ მურღულიაა დანიშნული და აპარატის შენახვა შარშან 117 ათასი ლარი დაჯდა, წელს კი 118 ათასილარის დახარჯვას აპირებენ.
კომენტარები