NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ვხედავთ, სუს-ს, როგორც პოლიტიკურ იარაღს “ქართული ოცნების” ხელში, რომელიც აქტიურად გამოიყენება წინასაარჩევნო პერიოდში

ვხედავთ, სუს-ს, როგორც პოლიტიკურ იარაღს “ქართული ოცნების” ხელში, რომელიც აქტიურად გამოიყენება წინასაარჩევნო პერიოდში

28 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 814 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი, დეზინფორმაცია, კიბერშეტევა – ეს არის მთავარი გამოწვევები და საფრთხეები, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2018 წლის ანგარიშში საუბრობს. ანგარიშში წერია, რომ საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა.

ანგარიშში წერია, რომ „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში დაინტერესებული მხარეების მიერ ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს ოპოზიციაში ეხმაურებიან. “ევროპულ საქართველოში” სუს-ის უმოქმედობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში კონტრდაზვერვითი სამსახურების არსებობა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში არ იგრძნობა.

ირაკლი აბესაძის თქმით, ცხადი მხოლოდ ის არის, რომ უსაფრთხოების სამსახური “ქართული ოცნების” ხელში ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღს წარმოადგენს.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ეფექტურ და პრინციპულ ნაბიჯებს, რომლებიც ამ საფრთხეებს მინიმუმამდე დაიყვანდა. ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, ბაშარულის მკვლელობის შემდგომ ჩვენ წელს ფაქტობრივად ვნახეთ, კვარაცხელიას მკვლელობა. ჩვენ ვერ ვხედავთ კონტრდაზვერვით ღონისძიებებს, ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ აგენტებს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, რომლებიც სუს-ის ანგარიში მიხედვით, მოქმედებენ ჩვენს სტრატეგიულ მიზანზე ქვეყნის შიგნით გააღვივონ ანტიდასავლური განწყობები და გაგვიუარესონ ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ ვერ ვხედავთ ხელისუფლების ეფექტურ მუშაობას კორუფციის წინააღმდეგ და პირიქით, ვხედავთ კორუფციას, როგორც დამკვიდრებულ მმართველობის სტილს.

“ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, როგორც პოლიტიკურ იარაღს “ქართული ოცნების” ხელში, რომელიც მათ შორის აქტიურად გამოიყენება წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან. სუს-ის ძირითადად პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არის სწორედ  იმის საფუძველი რომ წლიდან წლამდე საფრთხეების იზრდება,”-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

კომენტარები

პოლიტიკურ იარაღს წინასაარჩევნო პერიოდში 2019-03-28
ირაკლი შალიკაშვილი
Tags პოლიტიკურ იარაღს წინასაარჩევნო პერიოდში
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რატომ დამალა შსს-მ ეკონომიკის მინისტრის სახლის გაქურდვის ფაქტი

შემდეგი სტატია

“კოლექტიური ტერორისტები” – ეკა ბესელიას განცხადებას ყოფილი თანაგუნდელები ეხმაურებიან

მსგავსი სტატიები

„რომელი პრეზიდენტი დადის ბრძოლის წინა ხაზზე? მე ვიყავი ერთადერთი მსოფლიოში, ვინც ამას აკეთებდა“

„რომელი პრეზიდენტი დადის ბრძოლის წინა ხაზზე? მე ვიყავი ერთადერთი მსოფლიოში, ვინც ამას აკეთებდა“

07 აგვ 2018
„ნაცმოძრაობას“ პასუხისმგებლობის აღების შნო რომ ჰქონდეს, კომპენსაციებს, რასაც სახელმწიფო იხდის, თვითონ უნდა იხდიდეს

„ნაცმოძრაობას“ პასუხისმგებლობის აღების შნო რომ ჰქონდეს, კომპენსაციებს, რასაც სახელმწიფო იხდის, თვითონ უნდა იხდიდეს

ირაკლი შალიკაშვილი 25 მაი 2020
არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ, არ დაძლიოს ვეტო

არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ, არ დაძლიოს ვეტო

16 იან 2018

უახლესი ამბები

  • ამანი, იორდანია –  სამეფო ქორწილი (ვიდეო)

    ამანი, იორდანია – სამეფო ქორწილი (ვიდეო)

  • ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

    ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

  • ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

    ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

  • დღე ისტორიაში – 4 ივნისი

    დღე ისტორიაში – 4 ივნისი

  • რანინა –  სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“  (ვიდეო)

    რანინა – სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“ (ვიდეო)

  • გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

    გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

  • ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

    ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

  • ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

    ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

  • ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

    ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge