NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ვფიქრობ, რომ ხვალიდან გაფიცვა შეწყდება

ვფიქრობ, რომ ხვალიდან გაფიცვა შეწყდება

28 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 813 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროში გაფიცულ სოციალურ მუშაკებთან შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებას ესწრებოდა დავით სერგეენკოც.

ჯანდაცვის სამინისტრო 4-პუნქტიანი გეგმით სთავაზობს სოცმუშაკებს პრობლემების მოგვარებას, თავის მხრივ, სოციალური მუშაკები 6 ძირითად მოთხოვნას აყენებენ, რომელთა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი პროტესტს გააგრძელებენ.

ჯერჯერობით, სოციალური მუშაკების პოზიცია უცნობია. შეწყვეტენ თუ არა ისინი გაფიცვას და დაუბრუნდებიან სამუშაო გარემოს, სხვა სოცმუშაკებთან მოლაპარაკებების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. დავით სერგეენკო იმედოვნებს, რომ დღევანდელი საუბრების შემდეგ გაფიცვა დასრულდება და ხვალ დილიდან სოციალური მუშაკები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს.

დავით სერგეენკო-ის სურათის შედეგი“ვფიქრობ, რომ გაფიცვა დასრულდება, საბოლოო შეთანხმება არის ასეთი, რომ უკლებლივ ყველა პუნქტი განვიხილეთ, გავაანალიზეთ. საბოლოოდ, მათი პოზიცია იყო, რომ ამას, რაც ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ, უკვე ფორმალიზებულად, დოკუმენტის სახით გააცნობენ სხვა სოციალურ მუშაკებს, მოისმენენ მათ მოსაზრებას და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას გაფცვის შეწყევეტაზე… ვფიქრობ, რომ ხვალიდან გაფიცვა შეწყდება,” – ამბობს დავით სერგეენკო.

მინისტრი ამბობს, რომ რჩება საკითხები, რომელთა შესრულებაც ფიზიკურად შეუძლებელია. ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ანაზღაურების გაზრდა მხოლოდ 2020 წლიდან მოხდება.

გაფიცულები კი ითხოვდნენ, რომ მათი ხელფასების მატება წელს 30 პროცენტით მომხდარიყო.

სერგეენკო ასევე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე გამოცხადდება ვაკანსია 50 ახალი სოცმუშაკის თანამდებობაზე, თუმცა, ეს ციფრიც არ არის დამაკმაყოფილებელი გაფიცულებისთვის, რადგან ისინი 70 კადრის დამატებას ითხოვენ.

კომენტარები

2019-03-28
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“სანამ არ გვექნება პასუხი ვინ შექმნა და გაავრცელა კადრები, მანამდე იარსებებს კითხვა პოლიტიკურ მოტივებზე”

შემდეგი სტატია

TBC ბანკის საქმე და საბანკო რეგულაციები – კობა გვენეტაძე საკითხების განხილვას კომიტეტის ნაცვლად, სესიაზე ითხოვს

მსგავსი სტატიები

პრემიერმა პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურები წარუდგინა

პრემიერმა პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურები წარუდგინა

ირაკლი შალიკაშვილი 05 ივნ 2019

12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 16,5% შეადგინა

21 ოქტ 2017

იუსტიციის მინისტრმა სვირში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

14 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

    ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

  • გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

    გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

  • დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

    დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

  • ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

    ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

  • “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

    “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

  • მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

    მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

  • აშშ-ის საელჩო:  „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

    აშშ-ის საელჩო: „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

  • ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

    ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

  • ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

    ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

  • ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

    ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge