NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პირადი ცხოვრების კადრების გამოყენება ხდება დაგეგმილი საერთო მესიჯებით ეკა ბესელიას წინააღმეგ

პირადი ცხოვრების კადრების გამოყენება ხდება დაგეგმილი საერთო მესიჯებით ეკა ბესელიას წინააღმეგ

28 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 435 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპარლამენტო ოპოზიცია ეკა ბესელიას გაცხადებას ეხმაურება. საუბარია იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილზე, სადაც ის ყოფილ თანაგუნდელებს კოლექტიურ მორალურ ტერორისტებად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ კადრების გამოჩენისთანავე „ოცნების“ დეპუტატები გამოდიან და საკუთარი განცხადებებით მას მორალურ წნეხში ატარებენ.

„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ მაშინ როდესაც ხელისუფლებისთვის ვინმე მიუღებელი ხდება, ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და ასე მოხდა ეკა ბესელიას შემთხვევაშიც.

„პირადი ცხოვრების კადრების გამოყენება ხდება იმ მომენტში, როდესაც უბრალოდ ვიღაც ორ ადამიანს შორის კინკლაობა კი არ მიდის, დაგეგმილი საერთო მესიჯების ჩართვით ორგანიზებული თავდასხმაა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეკა ბესელიაზე. ყველა სხვა შემთხვევაშიც, პირადი კადრების შემთხვევაში ეს იყო მთავრობისთვის არასასურველი ადამიანების, ვინც იყო ვთქვათ თავდასხმის მსხვერპლი, ამ ადამიანებისთვის კადრების გავრცელება,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ იმ ფონზე როდესაც გამოძიებას არ აქვს პასუხი, ეს მეტყველებს იმაზე, რომ აქ არის მთავრობა გარეული.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც.“ რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მარტივია იმის დადგენა, თუ ვინ იყო პირველწყარო, თუმცა ამისი ნება ხელისუფლებაში არ არის.

Image result for რომან გოცირიძე„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პირადი ცხოვრების გავრცელებასთან დაკავშირებით არაფერი იქნება გამოძიებული. ისევე როგორც ამ 7 წლის განმავლობაში არ იყო გამოძიებული არც ერთი შემთხვევა, რომელიც ანალოგიურ ფაქტებს შეიცავდა. თავს ისაწყლებს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ 6 თვე გავიდა და ვერა და ვერ მოვაბით თავიო. ტყუილია ეს. 6 დღეში და 6 საათში მოაბამენ თავს როდესაც იცი რომელი კომპიუტერიდან და რომელი IP მისამართიდან არის გამოგზავნილი. ეს ყველა რაც ხდება ეს არის ძალაუფლებისთვის ბრძოლის ყველაზე უნამუსო, ყველაზე უწესო და რაც მთავარია ყველაზე არაკანონიერი ფორმა, რომელიც ერთ დროს იქნება გამოძიებული. ერთ დროს ყველა მისი მონაწილე, მაღალი თუ დაბალი თანამდებობის პირი იქნება დასჯილი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ბინძური კამპანია რომელიც ბერკეტად იქცა – ასეთია ადა მარშანიას შეფასება პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. “პატრიოტთა ალიანსის” წევრი დარწმუნებულია, რომ ეკა ბესელიაზე მსგავსი ტიპის ზეწოლა გავლენას ვერ მოახდენს.

Image result for ადა მარშანია

„აშკარად გამოიხატა უკვე და გამოვლინდა, რომ ეს არის ერთ -ერთი ბინძური და მძიმე ბერკეტი იმისა, რომ ზეგავლენა მოახდინოს მორალური, ფსიქოლოგიური ადამიანებზე. მაგრამ მე ვიცი რომ ქალბატონი ეკა არის ძალიან ძლიერი ადამიანი მებრძოლი ადამიანი და შედეგს არ გამოიტანს ამდაგვარი ბინძური ხერხების გავრცელება,“-განაცხადა ადა მარშანიამ.

 

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ცოტა ხნის წინ ვიდეო პორტალ youtube-ზე კიდევ ერთხელ გავრცელდა. სამართალდამცავებმა კადრების გავრცელებისთვის 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს.

კომენტარები

გამოყენება ხდება დაგეგმილი საერთო მესიჯებით პირადი ცხოვრების კადრები 2019-03-28
ირაკლი შალიკაშვილი
Tags გამოყენება ხდება დაგეგმილი საერთო მესიჯებით პირადი ცხოვრების კადრები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არ დაგეთანხმებით, რომ გამოძიება დუმს – ბახტაძე ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე საუბრობს

შემდეგი სტატია

სუს-ის ანგარიში მაღალ პროფესიულ დონეზეა მომზადებული

მსგავსი სტატიები

მაიკლ ჯორდანის შესახებ ახალი ბიოგრაფიული ფილმი გამოვა

19 დეკ 2017
არჩევნების მოგების გარანტია რომ ჰქონდეთ, რურუას კი არა, ნახევარი საქართველო რომ დაეკავებინათ, იმასაც არად დაგიდევდნენ, ოღონდ სკამებზე დასხდნენ

არჩევნების მოგების გარანტია რომ ჰქონდეთ, რურუას კი არა, ნახევარი საქართველო რომ დაეკავებინათ, იმასაც არად დაგიდევდნენ, ოღონდ სკამებზე დასხდნენ

ირაკლი შალიკაშვილი 05 ივნ 2020

მარგველაშვილი: ინფორმაციაზე, რომელიც მიღებულია ანონიმური წყაროებით, პროვოკაციის სახით, რეაგირება არასწორია

16 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

  • ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

    ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

  • რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

    რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

  • მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

    მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

  • კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

    კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

  • “იღბლიანი რიგი მაქვს  – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

    “იღბლიანი რიგი მაქვს – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

  • თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

    თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

  • გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

    გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

  • 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

    18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge