NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“კოლექტიური ტერორისტები” – ეკა ბესელიას განცხადებას ყოფილი თანაგუნდელები ეხმაურებიან

“კოლექტიური ტერორისტები” – ეკა ბესელიას განცხადებას ყოფილი თანაგუნდელები ეხმაურებიან

28 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 839 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მმართველი გუნდი დღეს ეკა ბესელიას მიმართ თავშეკავებული იყო. საუბარია, ბესელიას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე, სადაც ის ყოფილ თანაგუნდელებს “კოლექტიურ ტერორისტებად” მოიხსენიებს. “ქართული ოცნების” წევრები არ აპირებენ ჩაერთონ პოლიტიკურ პოლემიკაში, რადგან მათი თქმით, კადრების გავრცელების მსგავსად უღირსი საქციელია, სხვას დააბრალო ყველაფერი. ამ განცხადებების გამო ყოფილ თანაგუნდელებს აკრიტიკებენ უმრავლესობის ყოფილი წევრები. ისინი პარლამენტში არსებული გენდერული საბჭოს უმოქმედობაზეცსაუბრობენ.

ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ის სოლიდარულია ყველას მიმართ ვისი პირადი ცხოვრების შელახვაც მოხდა თუმცა ამბობს, რომ უსიამოვნოა ის პროცესი, რომელიც ამ კადრებთან დაკავშირებით მის თანაგუნდელებსა და გუნდის ყოფილ წევრებს შორის ხდება.

„მართლაც არ მსიამოვნებს ის პროცესი როდესაც ხდება ყოფილ გუნდის წევრებსა და ჩემს კოლეგებს შორის ასეთი საჯარო დაპირისპირება განსაკუთრებით იმ თემებზე, სადაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით. ფარული ჩანაწერები ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული მოქალაქისთვის ვფიქრობ არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს არის უმსგავსო, ძალიან მძიმე საქციელი, რომელიც ისჯება კანონით. ამიტომ კიდევ ერთხელ სოლიდარული ვარ მათ მიმართ ვისი პირადი ცხოვრების შელახვაც ხდება და ასევე უმკაცრესი ვარ და მოვითხოვ ყველა შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რომ მათ ჰქონდეთ ძალიან მკაცრი და ადეკვატური რეაქცია,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რატო იონათამიშვილი კი გამოსავალს საკითხის იგნორირებაში ხედავს. დეპუტატი აცხადებს, რომ საკითხი მანამდე იქნება აქტუალური სანამ მასზე ილაპარაკებენ ამიტომ ის უნდა დაიხუროს.

Image result for რატი იონათამიშვილი„უზნეობად მიმაჩნია როგორც მისი გავრცელება, ასევე მისი ყურება, ასევე ამაზე მსჯელობა. ვისაც სურს მსგავსი კადრების გავრცელება ის ყოველთვის ორიენტირებულია და ყოველთვის მიზანი მისი არის ის, რომ არა მაინც და მაინც რომ ყველამ ნახოს, არამედ ყველამ ისაუბროს. და ჩვენ ნებით თუ უნებლიეთ ხელს ვუწყობთ მათ როდესაც საუბრობთ ამ საკითხებზე და უნდა დავხუროთ ეს საკითხი. იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებამ თქვა, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს არც მისი ყურება, არც მისი გავრცელება და არც მასზე საუბარი,“-განაცხადა რატო იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ცოტა ხნის წინ ვიდეო პორტალ youtube-ზე გავრცელდა. სამართალდამცავებმა კადრების გავრცელებისთვის 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს. პარალელურად, ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მისი ყოფილი თანაგუნდელები კოლექტიურ მორალურ ტერორში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კადრების გამოჩენისთანავე საკუთარი განცხადებებით ისინი არანაკლებ ზიანს აყენებენ მას.

კომენტარები

კოლექტიური ტერორისტები 2019-03-28
ირაკლი შალიკაშვილი
Tags კოლექტიური ტერორისტები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვხედავთ, სუს-ს, როგორც პოლიტიკურ იარაღს “ქართული ოცნების” ხელში, რომელიც აქტიურად გამოიყენება წინასაარჩევნო პერიოდში

შემდეგი სტატია

უნდა ხელისუფლებას რევოლუცია? მიიღებს მშვიდობიან რევოლუციას – ნათელაშვილი ივანიშვილის სახლთან მასობრივ აქციას აანონსებს

მსგავსი სტატიები

ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე

ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე

ირაკლი შალიკაშვილი 23 მაი 2019
კახა კალაძის შეფასებით, “ტყუილია და მოგონილია” განცხადებები, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება არ უნდა

კახა კალაძის შეფასებით, “ტყუილია და მოგონილია” განცხადებები, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება არ უნდა

ირაკლი შალიკაშვილი 12 ნოე 2019
თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, პროპორციული სისტემის შესახებ ჩანაწერი, ისე როგორც ჩანაწერი ბარიერის კუთხით, უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან

თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, პროპორციული სისტემის შესახებ ჩანაწერი, ისე როგორც ჩანაწერი ბარიერის კუთხით, უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან

ირაკლი შალიკაშვილი 30 ნოე 2021

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

    კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

  • ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

    ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

  • სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

    სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

  • იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

    იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

  • რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

    რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

  • ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

    ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

  • რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

    რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

  • მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

    მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

  • ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

    ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge