NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„გეგმის საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია“- ჯანდაცვის მინისტრი სოციალური მუშაკების მოთხოვნებს ეხმაურება

„გეგმის საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია“- ჯანდაცვის მინისტრი სოციალური მუშაკების მოთხოვნებს ეხმაურება

27 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 522 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„გეგმის საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია,“-  ამ განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი სოციალური მუშაკების მოთხოვნებს გამოეხმაურა.

დავით სერგეენკომ  ჟურნალისტებს ის ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც გაფიცული სოციალური  მუშაკების მთავარ მოთხოვნებსაც ითვალისწინებს. ჯანდაცვის მინისტრი გაფიცულ მუშაკებს სამოქმედო გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.

უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისთვის პრიორიტეტულია არ მოხდეს სერვისების წყვეტა, სწორედ ამიტომ 15-მდე შტატგარეშე თანამშრომელი შტატში უკვე იქნა აყვანილი.

სერგეენკოს განცხადებით, სოციალური  მუშაკების მოთხოვნები იმ კანონის ნაწილია, რომელიც სექტემბერში იქნა მიღებული, მათი განხორციელება კი მხოლოდ დროის საკითხია.

„მათი მოთხოვნები არის იმ კანონის ნაწილი, რომელიც იქნა მიღებული შარშან სექტემბერში. განსხვავება პრინციპული არის ის , რომ კანონში გაწერელია აღსრულების გრაფიკი, ხოლო მათი მოთხოვნები შედგება იმისგან, რომ ეს ბევრად დაჩქარებულად, უმოკლეს პერიოდში განხორციელდეს. ჩვენ ვეცადეთ, რომ მოგვეძებნა კომპრომისი, უკლებლივ ყველა აღსრულების ვადებს ვერ გადმოვწევთ, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, გაფიცვის დაწყებამდე პერიოდში მათთან გვქონდა ერთობლივი შემუშავებული გეგმა და მისი საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია,“- განაცხადა სერგეენკომ.

სოციალური მუშაკები სამინისტროს ხელმძღვანელობისგან 22 მოთხოვნიდან, მინიმუმ ექვსი მოთხოვნის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან. მოთხოვნებს შორისაა სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგებისა და იურისტების რაოდენობის გაზრდა, ტრანსპორტით უზრუნველყოფა და ადეკვატური ხელფასი.

კომენტარები

გეგმა საგრძნობი ნაწილი სოციალური მუშაკები შესრულებულია ჯანდაცვის მინისტრი 2019-03-27
ირაკლი შალიკაშვილი
Tags გეგმა საგრძნობი ნაწილი სოციალური მუშაკები შესრულებულია ჯანდაცვის მინისტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე და სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება – პარლამენტში საკითხის განხილვა დებატები მოჰყვა

შემდეგი სტატია

ე.წ. პიჯაკების საქმე – სასამართლოზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის ყოფილი უფროსი დაიკითხა

მსგავსი სტატიები

მე ფული ვასესხე ჩემს მეგობრებს, რა ტრანზაქცია გააკეთა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, რა ჩემი საქმეა

მე ფული ვასესხე ჩემს მეგობრებს, რა ტრანზაქცია გააკეთა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, რა ჩემი საქმეა

ირაკლი შალიკაშვილი 27 აგვ 2019
გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია მიენიჭა

გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია მიენიჭა

25 მაი 2018

ოკუპანტთან ომი იყო ერთ შემთხვევაშიც, მეორე შემთხვევაშიც, თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ აიცილა ეს ომი თავიდან

სოსო ელისაშვილი 01 მაი 2019

უახლესი ამბები

  • ვახო მეგრელიშვილი: სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე მა­ინ­ტე­რე­სებს, იმ კო­მი­ტე­ტებ­ში, რა­საც შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ შე­დის

    ვახო მეგრელიშვილი: სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე მა­ინ­ტე­რე­სებს, იმ კო­მი­ტე­ტებ­ში, რა­საც შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ შე­დის

  • უფროსი პროკურორი თანამდებობას ტოვებს

    უფროსი პროკურორი თანამდებობას ტოვებს

  • თამარ გაბუნია: იმ ტრაგიკულმა შემთხვევამ, რაც მოხდა პირველივე კვირაში, ვაქცინაციის პროცესზე ძალიან დამაზარალებელი ზეგავლენა იქონია

    თამარ გაბუნია: იმ ტრაგიკულმა შემთხვევამ, რაც მოხდა პირველივე კვირაში, ვაქცინაციის პროცესზე ძალიან დამაზარალებელი ზეგავლენა იქონია

  • რუსეთი უკრაინის საზღვრიდან ჯარებს მუდმივი დისლოცირების ადგილზე აბრუნებს

    რუსეთი უკრაინის საზღვრიდან ჯარებს მუდმივი დისლოცირების ადგილზე აბრუნებს

  • უნიკალური სახლი მილანში (ვიდეო)

    უნიკალური სახლი მილანში (ვიდეო)

  • კიდევ ერთი კომიტეტი შევარჩიე, განათლების კომიტეტთან ერთად ჯანდაცვის კომიტეტის წევრობაც მინდა

    კიდევ ერთი კომიტეტი შევარჩიე, განათლების კომიტეტთან ერთად ჯანდაცვის კომიტეტის წევრობაც მინდა

  • “მარგინალი, ჩამოწერილი, წარსულში ჩარჩენილი”

    “მარგინალი, ჩამოწერილი, წარსულში ჩარჩენილი”

  • ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

    ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

  • “როგორც პარტიის წევრი, ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას”

    “როგორც პარტიის წევრი, ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას”

  • ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა დარჩება თუ არა ციხეში, მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზებზე ვსაუბრობთ

    ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა დარჩება თუ არა ციხეში, მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზებზე ვსაუბრობთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge