NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ია კერზაიას გარდაცვალების საქმე – “ევროპული საქართველო” მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას ითხოვს

ია კერზაიას გარდაცვალების საქმე – “ევროპული საქართველო” მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას ითხოვს

26 მარ 2019 ახალი ამბები, საზოგადოება 878 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმეზე მთავარ პროკურორს პარლამენტში იბარებს. სერგი კაპანაძის თქმით ამ დრომდე, დასჯილი არ არის არც ერთი პირი, ვინც ია კერზაიას წინააღმდეგ დევნასა და ზეწოლაში მონაწილეობდა. ამიტომ დეპუტატის თქმით, მთავარმა პროკურორმა პასუხი უნდა გასცეს დეპუტატების შეკითხვებს.

„პროკურატურამ დაიწყო თითქოს გამოძიება მაგრამ არც ერთი ადამიანი არ დასჯილა. ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ერთის მხრივ მეექვსე საჯარო სკოლის ეგზეკუციაში და მეორეს მხრივ, რომლებიც იბარებდნენ ქალბატონ ია კერზაიას და მასზე ახორციელებდნენ ზეწოლას, მხედველობაში მყავს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქალაქ ზუგდიდში ბატონი ფარცვანია, ყველანი არიან ჯერ კიდევ თავის თანამდებობებზე. დღეს სამართლიან არჩევნებმა გამოაქვეყნეს დასკვნა რომელითაც ჩვენი ეჭვები დადასტურდა,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

“ევროპული საქართველო” განათლების მინისტრს მოუწოდებს აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობა დატოვოს.

Image result for სერგი კაპანაძე„პირველ რიგში იმისთვის რომ მოეფინოს ამ საქმეს ნათელი მნიშვნელოვანია, რომ განათლების მინისტრმა აიღოს ამ საქმეზე პასუხისმგებლობა. მას უნდა გაეთავისუფლებინა ეს ადამიანები თანამდებობიდან. მან ეს არ გააკეთა. ეს ნიშნავს, რომ ის იზიარებს ამ პასუხისმგებლობას. ამიტომ უნდა დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„ევროპული საქართველო“ საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის შექმნასაც ითხოვს. სერგი კაპანაძის თქმით თემატურმა მოკვლევის ჯგუფმა უნდა შეისწავლოს როგორც ია კერზაიას გარდაცვალების საქმე ასევე სკოლებში არსებული მდგომარეობა.

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის შედეგად დეკემბერში გარდაიცვალა. მანამდე, სკოლაში ანონიმური წერილის საფუძველზე განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა შემოწმება დაიწყო. გარდაცვლილის ოჯახი აცხადებს, რომ ია კერზაიას დაღუპვა მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას მოჰყვა. რადგან ია კერზაიამ უარი განაცხადა ჩაბმულიყო სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში. ია კერზაიას შვილის განცხადებით, სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო მისი დევნა.

დღეს ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა. დასკვნაში წერია, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ანგარიშსწორება და სადამსჯელო ღონისძიებები.

კომენტარები

გადადგომა ია კერზაიას გარდაცვალების საქმე 2019-03-26
ირაკლი შალიკაშვილი
Tags გადადგომა ია კერზაიას გარდაცვალების საქმე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჟენევის ფორმატი უნდა შეიცვალოს – პრეზიდენტი ჟენევის ფორმატის გაფართოების იდეით გამოდის

შემდეგი სტატია

სასამართლო გადაწყვეტილება – ჯეკ შეფარდის ექსტრადირება დიდ ბრიტანეთში მოხდება

მსგავსი სტატიები

სილქ როუდ ჯგუფი საქართველოში გრაფენის ბატარეების საწარმოს დაარსებას გეგმავს

სოსო ელისაშვილი 05 ოქტ 2018
თიბისის თი ბოტი მომხმარებლებისთვის ახალ აქციას იწყებს

თიბისის თი ბოტი მომხმარებლებისთვის ახალ აქციას იწყებს

11 ივლ 2018

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ლატვიის ელჩს შეხვდა

20 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

    ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

  • ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

    ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

  • ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

    ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

  • დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

    დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

  • დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

    დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

  • ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

    ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

  • დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

    დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

  • რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

    რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

  • „გალტ &თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“  მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა

    „გალტ &თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა

  • “სამარცხვინოა, როცა ომბუდსმენს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი არა ადამიანის უფლებათა გაფართოებისთვის, არამედ შეზღუდვის მოსათხოვად

    “სამარცხვინოა, როცა ომბუდსმენს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი არა ადამიანის უფლებათა გაფართოებისთვის, არამედ შეზღუდვის მოსათხოვად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge