NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგი და წყლის ხარისხი – საკითხები საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს

ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგი და წყლის ხარისხი – საკითხები საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს

26 მარ 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, საზოგადოება 790 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგი და წყლის ხარისხზე იმსჯელეს.

სხდომა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში ჯერ კიდევ არის რეგიონები, სადაც ეკოლოგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. მამუკა ბახტაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს შესაბამისი დავალება ჰქონდათ მიცემული იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით წყლის ხარისხის მდგომარეობა შეესწავლათ.

რაც შეეხება ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობის მონიტორინგს, ბახტაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, დაგეგმვა და მათი იმპლემენტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“მსურს დღეს ვიმსჯელო და ყურადღება გავამახვილო, ეს ეხება ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობის მონიტორინგს და ეს ზოგადად არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა დღეს თანამედროვე სამყაროსთვის და შესაბამისი პრევენციული ზომის ღონისძიების განსაზღვრა, დაგეგმვა და მათი იმპლემენტაცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.​

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უსაფრთხო წყლის მომარაგებაზე, ბავშვებში ორგანიზმში ტყვიის რაოდენობის შემცველობაზე და სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინირების თემებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ მივიღეთ დავალებები რამდენიმე მიმართულებით, რომ ერთის მხრივ განსაკუთრებული აქცენტირება გაკეთებული იყო უსაფრთხო წყლით მომარაგებაზე, მეორეს მხრივ რახან ეს აქტუალური საზოგადოებრივი ჯანდაცვითი საკითხი გახდა ბავშვებში ორგანიზმში ტყვიის რაოდენობის შემცველობაზე, მათ გაზომვაზე და რეაგირების გეგმებზე და მესამეს მხრივ კოორდინირება სხვადასხვა უწყებებს შორის,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ. ​​

სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილიც ესწრებოდა. ცქიტიშვილმა იმ რეგიონებზე ისაუბრა, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში წყალმომარაგების პრობლემის წინაშე დგანან.

კომენტარები

ბავშვთა სისხლში მონიტორინგი საკოორდინაციო საბჭო ტყვია წყლის ხარისხი 2019-03-26
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ბავშვთა სისხლში მონიტორინგი საკოორდინაციო საბჭო ტყვია წყლის ხარისხი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“დაუცველი სოციალური მუშაკი ვერ დაიცავს ბავშვს, მსხვერპლს”

შემდეგი სტატია

გვენეტაძე ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, რამხელა შარში გახვია მთელი ქვეყანა

მსგავსი სტატიები

“თუ ვინმეს უნდა უმრავლესობის დატოვება კარი ღიაა და შეუძლია დატოვოს”

“თუ ვინმეს უნდა უმრავლესობის დატოვება კარი ღიაა და შეუძლია დატოვოს”

05 თებ 2019
Прайм Крайм: ნოგინსკის იზოლატორში ვალერა ბაღდათსკიმ ირაკლა აფხაზას სცემა

Прайм Крайм: ნოგინსკის იზოლატორში ვალერა ბაღდათსკიმ ირაკლა აფხაზას სცემა

სოსო ელისაშვილი 28 თებ 2018
ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის დროს დაკავებულის ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვს

ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის დროს დაკავებულის ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვს

01 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

    გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

  • ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

    ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

  • კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

    კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

  • Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

    Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

  • თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

    თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

  • თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

    თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

  • გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

    გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

  • მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

    მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

  • სანდრო რაქვიაშვილი: როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას

    სანდრო რაქვიაშვილი: როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge