NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“2012 წელს საქართველოში არჩევნები ჩატარდა, სადაც რუსეთი აქტიურად ერეოდა

“2012 წელს საქართველოში არჩევნები ჩატარდა, სადაც რუსეთი აქტიურად ერეოდა

26 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 937 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“2012 წელს საქართველოში არჩევნები ჩატარდა, სადაც რუსეთი აქტიურად ერეოდა” – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილმა fox news-თან ინტერვიუში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსული ფულის გავლენაზე ისაუბრა. მან ყურადღება აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ელექტრონულ მიმოწერაზე გაამახვილა, რომელიც ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა.

მისი თქმით, კლინტონის გარემოცვის ელექტრონული მიმოწერიდან ირკვევა, რომ პირები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისგან ფულს იღებდნენ, აძლევდნენ რეკომენდაციებს სახელმწიფო მდივანს და მის გარემოცვას პოლიტიკურ საკითხებში.

გადაცემის მთავარი თემა შეერთებული შტატების სპეციალური პროკურორის გამოძიება იყო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, თავიდანვე იცოდა, რომ საუბარი თითქოს, ტრამპი და მისი საარჩევნო კამპანია 2016 წლის არჩევნებზე რუსეთთან გარიგებული იყო, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

Image result for მიხეილ სააკაშვილი„მე უკვე წლებია ვიცნობ დონალდ ტრამპს და ვიცნობ პუტინს, ამიტომ თავიდანვე ვიცოდი რომ შეთქმულების არსებობის შესახებ საუბარი არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მაშინ საეჭვო პირები იყვნენ ყველგან, ორივე ბანაკში.

“2012 წელს საქართველოში არჩევნები ჩატარდა, სადაც რუსეთი აქტიურად ერეოდა. პრორუსი ოლიგარქი, გაზპრომის აქციათა უდიდესი მეწილე, ბატონი ივანიშვილი ატარებდა კამპანიას ჩემს წინააღმდეგ. ამ დროს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გარემოცვასთან კონტაქტი ჰქონდა 3 პიროვნებას. ეს ადამიანები იღებდნენ რუსულ ფულს ივანიშვილისგან და შემდეგ როგორც უკვე ცნობილია, მეილკების საქმიდან, აძლევდნენ რეკომენდაციას სახელმწიფო მდივანს თუ რა ეთქვა პრესკონფერენციაზე როდესაც ის სტუმრობდა ამერიკის მოკავშირე ქვეყანას, ეკონტაქტებოდნენ მის გარემოცვას შეხვედრების დაგეგმვის მიზნით. ეს ადამიანები ეუბნებოდნენ ჰილარი კლინტონის ადმინისტრაციას, რომ თუ სააკაშვილის პარტია მოიგებდა, ეს გაართულებდა ამერიკის ურთიერთობებს მოსკოვთან.

“მათ ნაწილი ღიად მუშაობდა რუსულ ფულზე, რუსეთის მონაწილეობით და აკეთებდა ამას არაოფიციალური არხებით, რაც კანონით აკრძალულია. ჩვენ მაშინ ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ რუსეთი ერეოდა ჩვენს არჩევნებში, ახორციელებდა დეზინფორმაციის კამპანიებს, პროვოკაციებს, სამხედრო ზეწოლას. ვითხოვდით გადაერჩინათ ჩვენი დემოკრატია. იგივე პირებმა, რომლებმაც ასეთი ხმაური ატეხეს დონალდ ტრამპის არ არსებულ შეთქმულებაზე, მაშინ თვალი დახუჭეს რუსეთის მასშტაბურ ჩარევაზე ჩვენს არჩევნებში“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

კომენტარები

არჩევნები აქტიურად ერეოდა რუსეთი 2019-03-26
ირაკლი შალიკაშვილი
Tags არჩევნები აქტიურად ერეოდა რუსეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მმართველი გუნდი სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მსჯელობას იწყებს – შეხვედრა ოპოზიციის გარეშე ჩაივლის

შემდეგი სტატია

დისკრიმინაცია და გამოხატვის შეზღუდვა – ლგბტ აქტივისტები სტრასბურგში ჩივიან

მსგავსი სტატიები

“„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკვე რამდენიმე დღეა ცდილობენ „ქართული ოცნების“ წევრების პროვოკაციაზე წამოგებას”

“„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკვე რამდენიმე დღეა ცდილობენ „ქართული ოცნების“ წევრების პროვოკაციაზე წამოგებას”

ნინო ჩხეიძე 29 სექ 2020
გაზრდილი კრიმინალი – “ევროპული საქართველო” სისხლის სამართლის ახალი პოლიტიკის შემუშავებას ითხოვს

გაზრდილი კრიმინალი – “ევროპული საქართველო” სისხლის სამართლის ახალი პოლიტიკის შემუშავებას ითხოვს

09 მარ 2019
დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა ტოვებს შერჩევითი მართლმსაჯულების წინაპირობას

დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა ტოვებს შერჩევითი მართლმსაჯულების წინაპირობას

სოსო ელისაშვილი 24 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

  • სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

  • სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

    სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

  • სალომე სამადაშვილი:  წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge