NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ოკუპანტთან ჩახუტებული ეს ხალხი მოტრიალდება და ჩვენზე იტყვის, რომ ვართ ანტისახელმწიფოებრივი ძალა?“ – ჯაფარიძე საპატრიარქოზე საუბრობს

“ოკუპანტთან ჩახუტებული ეს ხალხი მოტრიალდება და ჩვენზე იტყვის, რომ ვართ ანტისახელმწიფოებრივი ძალა?“ – ჯაფარიძე საპატრიარქოზე საუბრობს

20 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 707 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპატრიარქოს განცხადებას პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ თავმჯდომარე პასუხობს. ზურაბ ჯაფარიძე, საპატრიარქოს კონტრბრალდებებს უყენებს. მისი მტკიცებით, ამ განცხადებამ დაადასტურა, რომ ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტის უკან, რომელიც სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებას მხოლოდ მართმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურებს ან სასულიერო სემინარიის სტუდენტებს უტოვებს, საპატრიარქო დგას.

საპატრიარქომ გუშინ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლებას, თუმცა აქვე აცხადებს, რომ “უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ.”

ჯაფარიძე ამბობს, რომ საპატრიარქოს განცხადება სასაცილოა და უფრო სასაცილოა, როცა ოკუპანტთან „ჩახუტებული სასულიერო პირები“ გირჩის წევრების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობენ.

„ინსტიტუტი, რომელიც ყველ წელს ჭამს ხალხის ფულს 25 მილიონი ლარის ოდენობით, ვითომც არაფერი და იღებს სახელმწიფოსგან უძრავ ქონებას მიწებისა და ფართის სახით და ყიდის ყველაფერს დაწყებული ჯვრით და დამთავრებული არყით – ეს ხალხი და ინსტიტუტი რომ ვიღაცის მერკანტილურ ინტერესებზე საუბრობს უბრალოდ სასაცილოა. ოკუპანტთან ჩახუტებულები არიან, მათ შორის სასულიერო განათლება, თუ ვინმეს რამე განათლება აქვს, მიღებული აქვთ მოსკოვში და ეს ხალხი მოტრიალდება და ჩვენზე იტყვის, რომ ჩვენ ვართ ანტისახელმწიფოებრივი ძალა?“- განაცხადა ”ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები

2019-03-20
News
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ტვინი აქვთ არეული, ღილაკები კი არა და არ იციან რა გააკეთონ” – ანალიტიკოსების შეფასებით “ქართული ოცნების” დაშლა გარდაუვალია

შემდეგი სტატია

ეს არის პერსონალიების კრიტიკა, არ უნდა აგვერიოს კანონი და პერსონალიები – წულუკიანი მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე საუბრობს

მსგავსი სტატიები

ცაიშში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი იფუნქციონირებს

09 ოქტ 2017

ქედის ტურისტულ მარშრუტს ახალი ობიექტი “აჭარის ველი” შეემატა

04 ოქტ 2017

„ნამდვილი ტერაქტია, როგორც ბესლანში“ – ქერჩის კოლეჯში აფეთქება მოხდა

სოსო ელისაშვილი 17 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს  აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს აშენებს

  • Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

    Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

  • უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

    უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

  • კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

    კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

  • ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

    ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

  • 3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

    3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge