პრემიერ-მინისტრი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომსშეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე მიღწეულ კონკრეტულ შედეგებს.
მამუკა ბახტაძის თქმით, სსაქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება.
„ჩვენი ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება ევროკავშირის ბაზარზე და ამავე დროს, ფართოვდება ის ასორტიმენტი, თუ რის ექსპორტსაც ჩვენ ვახორციელებთ. ამავე დროს, სასიხარულო გახლავთ ის, რომ 800-მდე ქართული კომპანია არის წარმოდგენილი ევროპის ბაზარზე და ისინი ყიდიან ქართულ პროდუქციას წარწერით – made in Georgia, რაც არის განსაკუთრებით საამაყო და მე მინდა, თითოეულ ამ კომპანიას გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეხვედრის დროს განცხადება გააკეთა ევროკომისარმა, სესილია მალმსტრომმა, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა.
„ჩვენ წელს გვქონდა შეხვედრები ბრიუსელში. მინისტრი ქობალია რამდენჯერმე იყო ჩამოსული ბრიუსელში, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დღეს ძალიან მჭიდროა. როგორც პრემიერმინისტრმა ბრძანა, ევროკავშირი საქართველოსთვის ყველაზე დიდი ბაზარია. ეს კი დიდი წარმატებაა. მე დღეს საქართველოს პრემიერმინისტრთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად განვიხილე ახალი პროექტები, რათა ქართველმა მეწარმეებმა უკეთ გაიგონ, თუ რა სარგებლობა შეიძლება, მოუტანოს მათ ევროკავშირის ბაზარმა,“ – განაცხადა სესილია მალმსტრომმა.
კომენტარები