NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დიჯეი, ფემინისტი, დედა – რა ვიცით ახალი ზელანდიის პრემიერის შესახებ
AUCKLAND, NEW ZEALAND - AUGUST 11: Labour Party leader Jacinda Ardern is interviewed by media at Selwyn Village retirement community on August 11, 2017 in Auckland, New Zealand. New polling shows Labour on the rise since Jacinda Ardern took over from Andrew Little as party leader on August 1, 2017. Newshub/Reid Research polling shows support for the party has leapt nine points to 33.1 in the week, with Ardern sitting at 26.3 points as preferred prime minister, only 1.4 points behind Prime Minister Bill English. (Photo by Hannah Peters/Getty Images)

დიჯეი, ფემინისტი, დედა – რა ვიცით ახალი ზელანდიის პრემიერის შესახებ

19 მარ 2019 ახალი ამბები, მსოფლიო 2519 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

15 მარტს მსოფლიო შეძრა ახალ ზელანდიაში მომხადრმა ტერაქტებმა: 28 წლის ავსტრალიელი და მისი თანამზრახველი ორ მჩეთში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. დაიღუპა 49 და დაიჭრა 48 ადამიანი. ტრგედიის შემდეგ, ახალი ზელანდიის მთავრობამ იარაღის შესახებ კანონის შეცვლისა და გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა.

ვინ არის 38 წლის  ჯასინდა არდერნი, რომლის შესახებ სულ უფრო მეტს საუბრობენ მსოფლიოში.

ჯასინდა არდერნმა 2001 წელს დაასრულა უაიკატოს უნივერსიტეტი ჰამილტონში პოლიტიკური კომუნიკაციების სპეციალისტის დიპლომით.

ახალი ზელანდიის მომავალი პრემიერი პოლიტიკაში მამიდამ, მარი არდერნმა მიიყვანა, რომელიც ლეიბორისტული პარტიის წევრი იყო. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ჯასინდა  პრემიერმინისტრ, ჰელენ კლარკთან მუშაობდა.

ჯასინდა არდერნი რამდენიმე წლის შემდეგ ლონდონში გადადის საცხოვრებლად და პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის მრჩეველი ხდება პოლიტიკის საკითხებში.

2017 წლის ოქტომბერში ჯასინდა არდერნი ახალი ზელანდიის მთავრობის მეთაური ხდება და ამავდროულად, ის მსოფლიოში პირველი პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდა ქალია რომელიც როდესმე აურჩევიათ. ამის შემდეგ ქვეყანაში იწყება “ჯასინდამანია”. ამ ტერმინით აღნიშნავდნენ საზოგადოების სიყვარულს ახალგაზრდა პრემიერისადმი.

ჯასინდა არდერნი იზრდებოდა მორმონების ოჯახში და იყო იესო ქრისტეს უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესიის წევრი. 2005 წელს მან ეკლესია დატოვა, რადგანაც, მისივე სიტყვებით “ის ეწინააღმდეგებოდა მის შეხედულებებს”. საქმე იმაშია, რომ ჯასინდა არდერნი მხარს უჭერდა სექსუალურ უმცირესობებს და მათ უფლებებს იცავდა,  ეკლესია კი ამის წინააღმდეგია.

ჯასინდა არდერნს არ ჰყავს ოფიციალური მეუღლე, თუმცა 7 წელია მეგობრობს 41 წლის ტელეწამყვანთან, კლარკ გეიფორდთან. 2018 წლის ივნისში, წყვილს გოგონა შეეძინა.

რაც შეეხება არდერნის პოლიტიკურ შეხედულებებს, ის არა მხოლოდ სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველია (იგი  ახალი ზელანდიის პირველი პრემიერია, რომელმაც  გეი აღლუმში  მიიღო მონაწილეობა), ასევე მიიჩნევს, რომ აბორტი არ უნდა ჩაითვალოს კრიმინალურ დანაშაულად (ახალ ზელანდიაში, 1961 წელს მიღებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც  ქალი, რომელიც სამედიცინო მაჩვენებლების გარდა,  იკეთებს აბორტს, დამნაშავეა) და იბრძვის მარიხუანის ლეგალიზციისათვის.

გასული წლის თებერვალში ჯასინდა არდერნმა ჟურნალVogue-ის ფეშენ-გადაღებებში მიიღო მონაწილეობა. გამოცემამ მას “ანტი-ტრამპი” და “ახალგაზრდა და დინამიური” უწოდა.

ახალი ზელანდიის პრემიერის ერთ-ერთი მთავარი გატაცება მუსიკაა – უნივერსიტეტში  DJ მუშაობდა. მისი საყვარელი სერიალია Law&Order და სხვა კრიმინალური დრამები.

არდერნი სოციალური ქსელების საკმაოდ აქტიური მომხმარებელია. მას აქვს გვერდები Instagram, Facebook-სა და Twitter-ში.

რა თქმა უნდა, არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ  არდერნი ახალ ზელანდიის ყველა მაცხოვრებელს უყვარს – მას  ხშირად აკრიტიკებენ და გამოუცდელს უწოდებენ.

თუმცა, უფრო მეტია ის, ვინც მას ენდობა.

 

 

კომენტარები

ახალი ზელანდია ჯასინდა არდერნი 2019-03-19
News
Tags ახალი ზელანდია ჯასინდა არდერნი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნურსულთან ნაზარბაევი: გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე გა­დავ­დგე პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან

შემდეგი სტატია

სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტი სტუდიაში არ უნდა მივიდეს

მსგავსი სტატიები

სამშენებლო კომპანია “სვეტის” დირექტორი, გივი ჯიბლაძე დააკავეს

სოსო ელისაშვილი 03 ოქტ 2018
დმიტრო კულება: მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, „Z“ სიმბოლოს გამოყენების კრიმინალიზაცია მოახდინონ

დმიტრო კულება: მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, „Z“ სიმბოლოს გამოყენების კრიმინალიზაცია მოახდინონ

ნინო ჩხეიძე 29 მარ 2022
ხელისუფლება თავისივე წევრს ებრძვის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერით, შემდეგ აკავებს ოპოზიცის მხარდამჭერებს რომ თავისი დანაშაული გადააბრალოს

ხელისუფლება თავისივე წევრს ებრძვის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერით, შემდეგ აკავებს ოპოზიცის მხარდამჭერებს რომ თავისი დანაშაული გადააბრალოს

01 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge