NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“უნდათ რომ ანა ნაცვლიშვილი უგამოცდოდ უზენაეს სასამართლოში გაიყვანონ” – ვანო ზარდიაშვილი არასამთავრობოებს შავრაზმელებს უწოდებს

“უნდათ რომ ანა ნაცვლიშვილი უგამოცდოდ უზენაეს სასამართლოში გაიყვანონ” – ვანო ზარდიაშვილი არასამთავრობოებს შავრაზმელებს უწოდებს

18 მარ 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, საზოგადოება 1052 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დაპირისპირება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ვანო ზარდიაშვილს შორის – პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც სასამართლო რეფორმის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტს განიხილავდნენ, მესამე სექტორმა კლანურ მმართველობაზე ისაუბრა და “ქართული ოცნების” წევრი არაფორმალურ მმართველად მოიხსენია.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, სასამართლო სისტემაში მოქმედი კლანი იმართება მიხეილ ჩინჩალაძის და ვანო ზარდიაშვილის მითითებებით და ამაში ჩართულია დეპუტატის მეუღლეც კი.

„იმ დახურული  პროცესიდან გამომდინარე რასაც ეს კანონპროექტი გვთავაზობს ცხადია ჩნდება კითხვები მიხეილ ჩინჩალაძის ინტერესები ხომ არ იქნება ამ პროცედურის შედეგად გათვალისწინებული იმიტომ რომ მას არა მარტო საბჭოს წევრებში ჰყავს მეგობრები , ახლობლები და ნათესავები არამედ თითონ საბჭოს აპარატშიც. სწორედ იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი რომელმაც უნდა მოიკვლიოს მოსამართლეების შესახებ ინფორმაცია,“-განაცხადა”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტმა ოლიკო შერმადინმა.

შერმადინის ამ განცხადებას გამოეხმაურა ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ოლიკო შერმადინი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

„ხუთი წუთის წინ ჰქონდა სხვა პოზიცია ნათქვამი. მან თქვა რომ ჩემი მეუღლე არ გაძლევდათ საჯარო ინფორმაციას. როდისმე ჩემს მეუღლეს საჯარო ინფორმაცია არ გაუცია?,“-მიმართა ოლიკო შერმადინს ვანო ზარდიაშვილმა რომელმაც უპასუხა, რომ მან უნდა იცოდეს იმის შესახებ, რომ მისი მეუღლე არ გასცემს საჯარო ინფორმაცია.

ვანო ზარდიაშვილმა ოლიკო შერმადინს განმარტებები მოსთხოვა ჰქონდა თუ არა მას რაიმე შენიშვნა მისი მეუღლის კომპეტენციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, არც ერთხელ არასამთავრობოებს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონიათ. მათ შორის არც გიორგი მარგველაშვილი მიერ წარდგენილ კანდიდატებზე.

ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, მესამე სექტორი ცდილობს უზენაეს სასამართლოში გაიყვანოს ანა ნაცვლიშვილი და მათი თავდასხმებიც ამით არის განპირობებული.

„პრეზიდენტ მარგველაშვილის დროსაც ასე ხდებოდა მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში, მაგრამ არც ერთ არასამთავრობოს ხმა არ ამოუღიათ. ეს პროცესი მოსწონდათ იცით რატომ? იმიტომ, რომ მარგველაშვილი წარადგენდა მხოლოდ არასამთავრობოებს. ან არასამთავრობოების მიერ წარდგენილ კადრებს. ესეთები არიან მაგალითად; მთელი საია მუშაობდა პრეზიდენტ მარგველაშვილთან და არასდროს პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ახლაც გამოცდა არ უნდათ რომ დაინიშნოს, იცით რატომ? იმიტომ რომ ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს ჰქონდეს წარდგენის საშუალება და ეს ჩვენ ვიძახით რომ ჩავწეროთ გამოცდა.

“აქედან გამომდინარე ჩვენ ახლა ამოვიღებთ გამოცდას, ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს, რომელსაც დაასახელებს ასევე საია-ს წარმომადგენელი ანა დოლიძე, გავა უგამოცდოდ უზენაეს სასამართლოში. არის ანა ნაცვლიშვილი კომპეტენტური? აქვე გეტყვით რომ არ არის,“-განაცადა ვანო ზარდიაშვილმა და მესამეს სექტორს შავრაზმელები უწოდა.

კომენტარები

არასამთავრობო უზენაეს სასამართლოში გაიყვანონ შავრაზმელებს უწოდებს 2019-03-18
News
Tags არასამთავრობო უზენაეს სასამართლოში გაიყვანონ შავრაზმელებს უწოდებს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ლოგიკურია, რომ ის იყოს ლიდერი, როგორც თავის პარტიაში, ისე გაერთიანებულ ოპოზიციაში”

შემდეგი სტატია

კიბერშეტევა TBC ბანკზე და ტროლების ფაბრიკა რუსთაველის 12 ნომერში – შს მინისტრის მოადგილის განმარტებები

მსგავსი სტატიები

“მიხეილ სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის პირველი პირი და შესაბამისად, 2020 წელს, მისი შეთავაზება არის უბრალოდ წარსულის შეთავაზება”

“მიხეილ სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის პირველი პირი და შესაბამისად, 2020 წელს, მისი შეთავაზება არის უბრალოდ წარსულის შეთავაზება”

ნინო ჩხეიძე 21 სექ 2020

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესტონეთის ფინანსთა მინისტრს, ტომას ტინისტეს შეხვდა

სოსო ელისაშვილი 12 ოქტ 2018
საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნინო ჩხეიძე 26 იან 2021

უახლესი ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ – უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება

    ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ – უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება

  • ჯო ბაიდენი: პუტინი არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ …

    ჯო ბაიდენი: პუტინი არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ …

  • მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

    მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

  • რატი ბრეგაძე: კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ

    რატი ბრეგაძე: კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ

  • უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

    უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

  • “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

    “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

  • შეშლილი გენიოსები – ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

    შეშლილი გენიოსები – ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

  • თამარ კორძაია: …ამიტომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ერთი პატიმარი, თქვენს კარიერას გაანადგურებს

    თამარ კორძაია: …ამიტომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ერთი პატიმარი, თქვენს კარიერას გაანადგურებს

  • ჩინეთმა რუსეთში რეგისტრირებული 2 ავიაკომპანიის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა

    ჩინეთმა რუსეთში რეგისტრირებული 2 ავიაკომპანიის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge