NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მართლმადიდებელ მღვდლების გარდა, ყველა სასულიერო პირს ჯარში გაიწვევენ – სესიაშვილის ინიციატივა დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება

მართლმადიდებელ მღვდლების გარდა, ყველა სასულიერო პირს ჯარში გაიწვევენ – სესიაშვილის ინიციატივა დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება

18 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 1123 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მართლმადიდებელ მღვდლების გარდა, ყველა სასულიერო პირს ჯარში გაიწვევენ – “ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის ეს ინიციატივა, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.

პროექტით უქმდება კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვით მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლებელში მყოფი პირები, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. სიახლე არ ეხება მართლმადიდებელ სასულიერო პირებს, მათზე კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.

„დარეგისტრირდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცნობებს გასცემს, რომ მისი წევრები არიან სასულიერო  პირები და ერთგვარად ეს არის საშუალება იმის, რომ გვერდიაუარონ მოქალაქეებმა სამხედრო სავალდებულო სამსახურს და სწორედ ამ ე.წ. ხვრელის ამოვსების მიზნით არის ეს საკანონმდებლო ინიციატივა. სასულიერო პირების გადავადება მოხდეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის შემთხვევაში,“-ამბობს „ქართული ოცნების“ წევრი გურამ მაჭარაშვილი.

ინიციატივის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს ოპოზიცია და მას დისკრიმინაციულსდა არაკონსტიტუციურს უწოდებს.

„მე ვფიქრობ ეს ინიციატივა სერიოზულად დასამუშავებელია და კორექტირება არის შესატანი. იმიტომ, რომ ამ ფორმით, რაც მოვისმინეთ და ვნახეთ, ვფიქრობთ, რომ ეს არის დისკრიმინაციული. ჯარი უნდა იყოს იმგვარი, რომ ასე მასიურად ადამიანები არ ცდილობდნენ თავი დააღწიონ სამხედრო სამსახურში გაწვევას,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივას იაფფასიან პოპულიზმს უწოდებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

პარტიაში ამბობენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება არც ქვეყნის კანონმდებლობას, არც კონსტიტუციას და არც ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

„ამგვარი გადაწყვეტილებით დაზარალდება სხვა კომფენსიები, რომლებიც აერთიანებს ჩვენს მოქალაქეებს, ძალიან კარგ პატრიოტებს,“-აცხადებს გიორგი ბარამიძე.

კომენტარები

ინიციატივა მართლმადიდებელი მღვდლები სასულიერო პირი ჯარში გაიწვევენ 2019-03-18
News
Tags ინიციატივა მართლმადიდებელი მღვდლები სასულიერო პირი ჯარში გაიწვევენ
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სამთავრობო საათი პარლამენტში – მინისტრების მისვლის დროსა და თარიღს ბიუროს სხდომაზე განსაზღვრავენ

შემდეგი სტატია

საარჩევნო სისტემის ცვლილება – ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

მსგავსი სტატიები

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა

ნინო ჩხეიძე 22 ივნ 2021
გიორგი ვაშაძე: ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, მაგრამ …

გიორგი ვაშაძე: ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, მაგრამ …

ირაკლი შალიკაშვილი 26 აგვ 2021
გიორგი გახარია: ეს გამარჯვება უნდა იყოს სამართლიანი და ღირსეული

გიორგი გახარია: ეს გამარჯვება უნდა იყოს სამართლიანი და ღირსეული

ნინო ჩხეიძე 18 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

    გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

  • ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

    ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

  • მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

    მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge