NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გრიგოლ ვაშაძის არჩევა ენმ-ს თავმჯდომარედ – არასაპარლამენტო ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას, სწორს უწოდებს

გრიგოლ ვაშაძის არჩევა ენმ-ს თავმჯდომარედ – არასაპარლამენტო ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას, სწორს უწოდებს

18 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 930 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არასაპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილისგან პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის შეთავაზება სწორი გადაწყვეტილებაა.

”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება პრაგმატული თვალსაზრისით სწორია. მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ ეს განცხადება რეალურად შესრულდეს.

„უნდა იყოს რეალური განცხადება. იმედი მაქვს ეს განცხადება იქნება დამაჯერებელი. არა მყისიერად და მოკლე დროში, არამედ მართლა. და, თუ მართლა იქნა ეს, მაშინ მართლა იქნება რეზულტატი,“- განაცხადა კაციტაძემ.

”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე შალვა შავგულიძესაც მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიცია შეძლებს გარკვეულ საკითხებზე ჩამოყალიბებას.

„რაც შეეხება ოპოზიციურ ერთიანობას ასეთ რეალობას ვხედავ,. ვფიქრობ ოპოზიცია შეძლებს მიაღწიოს ერთიანობას იმ საკითხში,რომ თუ მაჟორიტარული სისტემა იარსებებს ერთმანეთს არ დავუყენოთ კანდიდატები, ანუ ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ,“-განაცხადა შავგულიძემ.

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება არ უნახავს, თუმცა ფიქრობს,რომ პარტიის შიგნით ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღება, მხოლოდ ამ პარტიის წევრთა საქმეა.

„გამოგიტყდებით და, დილას არ ვიწყებ სააკაშვილის განცხადებების შესწავლით, ამიტომ ჯერ გავეცნობი და მერე გეტყვით. თუ პარტიაზეა საუბარი ყველა პარტია თავად უნდა წყვეტდეს ამ საკითხებს.  სხვა პარტიებმა უნდა მივიღოთ ესა თუ ის მოცემულობა.  რომელსაც ესა თუ ის პარტია გადაწყვეტს საკუთარ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით,“-განაცხადა უსუფაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის არჩევისკენ მოუწოდებს. ვიდეო მიმართვაში, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დღეს დილით გაავრცელა, საუბარია პარტიაში ცვლილებების აუცილებლობაზე.

სააკაშვილის თქმით, მას არ ეძლევა ქვეყანაში შემოსვლის საშუალება, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორია პარტიულ საქმიანობაში. მისივე განმარტებით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა კარგად აჩვენა გაერთიანებული ოპოზციის ერთიანი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პოტენციალი. თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიუხედავად მისი პირადი სიმპათიებისა, ახალი ლიდერი პარტიამ საყოველთაო კენჭისყრით უნდა აირჩიოს.

კომენტარები

არასაპარლამენტო ოპოზიცია არჩევა ენმ-ს თავმჯდომარე სწორს უწოდებს 2019-03-18
News
Tags არასაპარლამენტო ოპოზიცია არჩევა ენმ-ს თავმჯდომარე სწორს უწოდებს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნაცვლიშვილი ზარდიაშვილს – ყველა თავისი გარყვნილების ხარისხით ზომავს

შემდეგი სტატია

ეს კანონი დაასამარებს ოცნებას თავისუფალ სასამართლოზე – არასამთავრობოები კობახიძის ინიცირებულ კანონპროექტზე

მსგავსი სტატიები

„2017-2021 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 15 მიალიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება“

20 დეკ 2017
“კობახიძე ეტყობა იმიტომ არის ბედნიერი, რომ მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება, რომ ეს კანონი უნდა შეჩერებულიყო” – დავით ჭიჭინაძე მოსამართლეების საკითხზე საუბრობს

“კობახიძე ეტყობა იმიტომ არის ბედნიერი, რომ მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება, რომ ეს კანონი უნდა შეჩერებულიყო” – დავით ჭიჭინაძე მოსამართლეების საკითხზე საუბრობს

20 თებ 2019
რატიანი: ცვლილებები გულისხმობს პოლიციური რეჟიმის გაძლიერებას

რატიანი: ცვლილებები გულისხმობს პოლიციური რეჟიმის გაძლიერებას

05 თებ 2018

უახლესი ამბები

  • იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

    იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

  • მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

    მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

  • ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

    ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

  • გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

    გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

  • ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

    ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

  • შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

    შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

  • მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

    მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

  • არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

    არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

  • ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

    ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge