NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ეს კანონი დაასამარებს ოცნებას თავისუფალ სასამართლოზე – არასამთავრობოები კობახიძის ინიცირებულ კანონპროექტზე

ეს კანონი დაასამარებს ოცნებას თავისუფალ სასამართლოზე – არასამთავრობოები კობახიძის ინიცირებულ კანონპროექტზე

18 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 442 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ენდობით თუ არა პარლამენტს ბატონო სულხან? – ამ კითხვით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარეს მიმართა.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესისა და კრიტერიუმების შესახებ მმართველი გუნდის კანონპროექტზე მსჯელობენ.

არასამთავრობო სექტორი, კობახიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია. სწორედ ამიტომ, მმართველი გუნდის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა რამდენად აქვს ნდობა მესამე სექტორს პარლამენტის მიმართ.

რაზეც სულხან სალაძემ თქვა, რომ ის პარლამენტს როგორც ინსტიტუციას ენდობა, თუმცა არა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებებს.

„მთავარი არის მოქალაქეები არჩევნებზე გენდობიან  თუ არა. თუ თქვენ მეკითხებით ინსტიტუციურად, ინსტიტუციურად დიახ, მაგრამ გადაწყვეტილებებს არა,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

ანრი ოხანაშვილის საპასუხოდ განცხადება გააკეთა სახალხო დამცველის მოადგილემაც. გიორგი ბურჯანაძემ თქვა, რომ რომ უნდა არსებობდეს ისეთი პროცედურები, რომელიც ნდობას აამაღლებს.

„პარლამენტში განხილვა და თქვენი ბოლო რეპლიკა ვენდობით თუ არა პარლამენტს ბატონო ანრი  თუ გვინდა ნდობა პარლამენტისადმი ბუნებრივია პარლამენტში იმაზე მიმსგავსებული  მაინც უნდა გქონდეთ პროცედურები  როგორც ამერიკაში კავანას განხილვა იყო,“-განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

არასამთავრობო სექტორმა დღევანდელ სხდომაზე მწვავედ გააკრიტიკა კანონპროექტი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტმა აღნიშნა, რომ კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში კვლავ შენარჩუნდება და მას სათავეში მურუსიძე-ჩინჩალაძე ეყოლება. მათი მარჯვენა ხელი კი პარლამენტში ვანო ზარდიაშვილია.

„ რა ხდება ანუ, კანდიდატებს შეაქვთ საბჭოში თავისი მონაცემები, საბჭო მათ cv-ის ანუ მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებს აქვეყნებს საიტზე.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტს, ხელმძღვანელობს მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის ახლობელი და ამ კომიტეტის წევრის მეუღლე. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ვანო ზარდიაშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე ერთი მეორის მეჯვარეები არიან და ნათელმირონი. ანუ მისი მეუღლე ხელმძღვანელობს ამ დეპარტამენტს, ანუ ეს დეპარტამენტი შეაგროვებს რაღაც ინფორმაციას, რომელსაც ისევ საბჭო ადგენს, რა ინფორმაცია შეგროვდება. შემდგომ თურმე ეს ინფორმაცია არის სრულიად დახურული საზოგადოებისთვის და შემდგომ თურმე პარლამენტარსაც კი არ აქვს უფლება, რომ ეს ინფორმაცია გაახმაუროს,“-განაცხადა ოლიკო შერმადინმა.

კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორსაც. სოფო ვერძეულის განცხადებით, ამ დოკუმენტის მიხედვით სამართლიანი სასამართლო მხოლოდ ოცნებად დარჩება.

„ფორმალურად დასაშვები კანდიდატურების დამტკიცების შემდეგ საბჭოს წევრები 18 ხმას აი ესე გადასცემენ მათთვის სასურველ ხმას ისე რომ არც გასაუბრებას ჩაატარებენ , არც ინფორმაციას მოიძიებენ. ვისაც ვინ მოეწონება ასე გაიყვანს გრძელ სიაში. გრძელ სიას თქვენ დაუკარგეთ აზრი. გრძელი სიის აზრი იყო ის რომ საბჭოდან პარლამენტში მოსულიყო იმაზე მეტი კანდიდატი ვიდრე არის ვაკანსია. თუ ორ მესამედს არ შეცვლიდით , მთავარი პრობლემა რაც არის, მთელი პრობლემა რაზეც ამ კლანის ძალაუფლება დგას, ეს არის 11 წევრი საბჭოში, 11 ხმა,რომელიც აქვს. და თუ თვალს არ გაუსწორებთ ამას რომ 11 ხმა ამ კლანს საბჭოში აქვს მივიღებთ აბსურდს, რაც დაასამარებს ოცნებას თავისუფალ სასამართლოზე ამ ქვეყანაში. ეს კანონი ამ ფორმით, ჩემი აზრით ან ძალიან არ უნდა გიყვარდეს ეს ქვეყანა ეს კანონი, რომ დაწერო ან ძალიან  არ უნდა გესმოდეთ კონტექსტი,“-განაცხადა სოფო ვერძეულმა.

კომენტარები

არასამთავრობოები დაასამარებს ოცნებას თავისუფალი სასამართლო ინიცირებულ კანონპროექტზე კანონი 2019-03-18
News
Tags არასამთავრობოები დაასამარებს ოცნებას თავისუფალი სასამართლო ინიცირებულ კანონპროექტზე კანონი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გრიგოლ ვაშაძის არჩევა ენმ-ს თავმჯდომარედ – არასაპარლამენტო ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას, სწორს უწოდებს

შემდეგი სტატია

იურიდიულმა კომიტეტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მსგავსი სტატიები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2017 ოფიციალურად გაიხსნა

11 ოქტ 2017
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა

09 აგვ 2018
პარლამენტის შენობასთან სამი ადამიანი დააკავეს

პარლამენტის შენობასთან სამი ადამიანი დააკავეს

01 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

  •  მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

     მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

  • ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

    ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

  • პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

    პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge