NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“სითი ინსტიტუტში” ადასტურებენ, რომ ბოტანიკური ბაღის ნაწილისთვის სატატუსის შეცვლის მცდელობაზე, “კურიერიდან” შეიტყვეს

“სითი ინსტიტუტში” ადასტურებენ, რომ ბოტანიკური ბაღის ნაწილისთვის სატატუსის შეცვლის მცდელობაზე, “კურიერიდან” შეიტყვეს

15 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 441 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საკრებულო თბილისის გენგეგმის დასამტკიცებლად ემზადება – სხდომის დაწყებამდე ვიცე-მერმა განაცხადა, რომ პროექტში ხარვეზი არსებობდა, რომელიც გამოსწორდება.

საუბარია, 14 ათასზე მეტ კვადრატული მიწის ნაკვეთზე, რომელიც ბოტანიკური ბაღის კუთვნილებაა, თუმცა მას გენგეგმის მიხედვით ზონალური სტატუსი ეცვლებოდა.

ტერიტორია ზუსტად ბიძინა ივანიშვილის ეზოს მომიჯნავედ მდებარეობს, სწორედ ამიტომ ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ პროექტში ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა და ზონალური სტატუსი ივანიშვილის პირადი ინტერესების გამო შეიცვალა.  ტექნიკურ ხარვეზებზე საუბარი კი მას შემდეგ დაიწყეს, რაც “კურიერმა” ამ თემაზე სიუჟეტი მოამზადა.

ვიცე-მერი მაია ბითაძე ამბობს, რომ პროექტში არსებული ცდომილება შესწორდება და ამის შესახებ ინფორმაცია „სითი ინსტიტუტსაც“ მიაწოდეს.

„ცდომილება არის ბოტანიკური ბაღის ერთ ნაწილთან მიმართებით, რომელსაც რეკრეაციული ზონა 1-ის ნაცვლად, რეკრეაციული ზონა 2 ადევს. ეს არის კონტურის ცდომილება, რაზეც “სითი ინსტიტუტი” დამემოწმება, რის გასწორებაზეც დღეს მხარდაჭერას გთხოვთ,“-აცხადებს მაია ბითაძე.

საკრებულოში კომისიის სხდომას ოპოზიცია არ დასწრებია, საკრებულოს უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიცია ღია კარს ამტვრევს და მათ სიმართლის მოსმენა არ სურთ.

„იმიტომ არ ესწრებიან სხდომას, რომ  ამ სამუშაო რეჟიმში არ მიიღონ მონაწილეობა და არ გაიგონ ის, რაც დღეს ითქვა და რამოდენიმე თემა იქნა ჩამოთვლილი,რომელიც დღეს გასწორდება კომისიის სხდომის შემდგომ  და სავარაუდოდ, საკრებულოს ძირითად სხდომაზე ისინი ისევ დაიწყებენ ღია კარის მტვრევას,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძე.

დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები უარყოფენ, რომ გენგეგმაში ცვლილებები „კურიერის“ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ შეიტანეს, თუმცა “სითი ინსტიტუტის” ექსპერტი, მერაბ ბოლქვაძე ადასტურებს, რომ მას მერიიდან გუშინ, “რუსთავი 2”-ის ეთერში სიუჟეტის გასვლის შემდეგ დაუკავშირდნენ.

​”ძალიან კარგია, რომ ასეთი სწრაფი რეაგირება მოხდა. გუშინ შემატყობინეს ეს ყველაფერი. ტელევიზიით გავიგე. მე ჯერ “კურიერს” არ ვუყურებდი დამირეკეს, მერე ვუყურე როგორც ჩანს ყველამ ნახა ეს მასალები. ვერ ავხსნი რატომ ივანიშვილის მოსაზღვრედ, ერთადერთ იმას გეუბნებით, რომ ძალიან კარგია რომ გასწორდა და ის უკვე აღნიშნული იქნება, როგორც რეკრეაციული ზონა ერთიო”-ამბობს მერაბ ბოლქვაძე.

კომენტარები

ადასტურებენ ბოტანიკური ბაღი მცდელობა სატატუსის შეცვლა 2019-03-15
News
Tags ადასტურებენ ბოტანიკური ბაღი მცდელობა სატატუსის შეცვლა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დღეს არსებული მოდელი, სარაც გვთავაზობს “ოცნება” არის მიუღებელი – ოთარ კახიძე მოსამართლეების დანიშვნაზე

შემდეგი სტატია

“ეს იყო ძალიან დასამალი საკითხი და ამიტომ დავმალეთ” – მაია ბითაძე გენგეგმაში არსებულ ხარვეზზე საუბრობს

მსგავსი სტატიები

TBC ბანკი არ არის ჩვენი ორგანიზაციის წევრი და არ ვფლობთ სრულ ინფორმაციას – “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია

TBC ბანკი არ არის ჩვენი ორგანიზაციის წევრი და არ ვფლობთ სრულ ინფორმაციას – “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია

07 მარ 2019

„კარგად გვახსოვს, როდესაც ჯარიც კი გამოიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქეების დასაკავებლად“

11 ოქტ 2017

„მე მაინც მგონია, რომ ქვეყნის მომავლისთვის საუკეთესო და უალტერნატივო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილია“

სოსო ელისაშვილი 29 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ჯენიფერ ლოპესი  ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

    ჯენიფერ ლოპესი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

    გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

  • იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

    იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

  • კამალა ჰარისი: For the people—always

    კამალა ჰარისი: For the people—always

  • გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

    გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

  • სახალხო დამცველმა დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელია, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

  • ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

    ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

    ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge