NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ეს იყო ძალიან დასამალი საკითხი და ამიტომ დავმალეთ” – მაია ბითაძე გენგეგმაში არსებულ ხარვეზზე საუბრობს

“ეს იყო ძალიან დასამალი საკითხი და ამიტომ დავმალეთ” – მაია ბითაძე გენგეგმაში არსებულ ხარვეზზე საუბრობს

15 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 546 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის მერიამ გენერალურ გეგმაში ცვლილებები მას შემდეგ შეიტანა რაც „კურიერმა“ ბოტანიკური ბაღის ნაწილისთვის, ზონალური სტატუსის შეცვლაზე სიუჟეტი მოამზადა – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

საუბარია, 14 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ბოტანიკური ბაღის კუთვნილებაა, თუმცა მას გენგეგმის მიხედვით, ზონალური სტატუსი ეცვლებოდა.

ტერიტორია ზუსტად ბიძინა ივანიშვილის ეზოს მომიჯნავედ მდებარეობს, სწორედ ამიტომ ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ დედაქალაქის მერია ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გატარებას ცდილობდა.

ვიცე-მერი, მაია ბითაძე კი ამტკიცებს, რომ პროექტში ტექნიკური ხარვეზი იყო. დღეს ხაბეიშვილმა ბითაძეს ჰკითხა, ადასტურებდა, თუ არა, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილის მეზობლად მდებარე  14 500 კვ. მეტრს რეკრეაციული ზონა 2-ის სტატუსი ედო. რაზეც მას ბითაძემ უპასუხა, რომ გენგეგმაში ეს ხარვეზი უკვე შვიდი თვეა არის.

ხაბეიშვილის კითხვაზე, „ხომ სწორი მითქვამს?“ ბითაძე პასუხობს: „კი, მაგრამ აბსოლუტურად ტყუილია, ის მოსაზრებები, რაზეც საუბრობდით, ვარაუდები და ა.შ.“.

თავად ბითაძე „კურიერთან“ საუბრისას კი აცხადებს, რომ ცდომილების შესახებ რამდენიმე თვის წინ გაარკვიეს.  კითხვაზე, მაშინ რატომ მიაწოდეს ინფორმაცია „სითი ინსტიტუტს“ მხოლოდ გუშინ, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია “კურიერში” გავიდა, ბითაძე პასუხობს: „ცდომილების შესახებ გავიგეთ რამოდენიმე თვის წინ. მე ერთ რამეს ვადასტურებ, თუ გნებავთ ამოვიღოთ „სითი ინსტიტუტის“ მიერ თავდაპირველად შემოტანილი დოკუმენტი, რაც გასწორდა, მაგრამ ონლაინ ტასზე არ იქნა გასწორებული.“

ასევე კითხვაზე, თუ რატომ უარყო გუშინ მერიამ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილის სასახლის მეზობლად ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სამშენებლო ნებართვა გაიცემოდა, ბითაძე ამბობს, რომ გუშინ მათ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ამ ტერიტორიაზე უფლებრივი ზონირების მიხედვით, რეკრეაციული ზონა 2-ის მიუხედავად, მშენებლობა ვერ განხორციელდებოდა.

კითხვაზე, რატომ დამალეს გუშინ ხარვეზის არსებობა თუ ეს ხარვეზი მართლაც იყო, ბითაძე კითხვას ცინიკურად პასუხობს:

“იმიტომ დავმალეთ, რომ ეს იყო ძალიან დასამალი საკითხი და ამიტომ დავმალეთ”-ამბობს ბითაძე.

ხაბეიშვილი კი ამბობს, რომ ივანიშვილის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, ზონალური სტატუსი შეეცვალა კიდევ რამდენიმე ათეულ რეკრეაციულ ზონას. მისი მტკიცებით, ამ მიწის ნაკვეთების მფლობელების სახელები და გვარები “ქართულ ოცნებას” უკავშირდება.

გენერალურ გეგმაში ხარვეზის არსებობის არ სჯერა საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო – თბილისის” თავმჯდომარის მოადგილესაც. დავით ჟღენტი ამბობს, რომ “ქალაქის მერია ქალაქის გენგეგმის პროექტით ბიძინა ივანიშვილის ხუშტურების შესრულებას ცდილობს.”

კომენტარები

არსებული ხარვეზი გენგეგმა დასამალი საკითხი 2019-03-15
News
Tags არსებული ხარვეზი გენგეგმა დასამალი საკითხი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“სითი ინსტიტუტში” ადასტურებენ, რომ ბოტანიკური ბაღის ნაწილისთვის სატატუსის შეცვლის მცდელობაზე, “კურიერიდან” შეიტყვეს

შემდეგი სტატია

აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პაციენტები შესაძლოა, მედიკამენტებისა და საკვების გარეშე დარჩნენ

მსგავსი სტატიები

35 000 კვმ მიწა 3000-ის ნაცვლად – ენმ დეპუტატ ოდიშარიასა და თბილისის მერიას შორის დადებული გარიგების შესწავლას ითხოვს

35 000 კვმ მიწა 3000-ის ნაცვლად – ენმ დეპუტატ ოდიშარიასა და თბილისის მერიას შორის დადებული გარიგების შესწავლას ითხოვს

სოსო ელისაშვილი 19 აპრ 2019
შსს-ს სპეციალური სამუშაო ჯგუფი სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებაში ჩაერთო

შსს-ს სპეციალური სამუშაო ჯგუფი სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებაში ჩაერთო

16 იან 2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორსანტიასა და დარჩელის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იწყება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორსანტიასა და დარჩელის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იწყება

25 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

    ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

  • მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

    მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

  • პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

    პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

  • რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

    რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge