NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესი – კანონპროექტები დეპუტატებს შორის კვლავ დაპირისპირების მიზეზია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესი – კანონპროექტები დეპუტატებს შორის კვლავ დაპირისპირების მიზეზია

11 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 1024 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მოსამართლეების დანიშვნის საკითხი საკანონმდებლო ორგანოში კვლავაც დაპირისპირების საგანია. დღეს პარლამენტის ბიურო ორ სხვადასხვა კანონპროექტს დაარეგისტრირებს. ერთ მათგანის ავტორი სპიკერი კობახიძეა, მეორესი კი „ქართული ოცნებიდან“ ახლად წასული ეკა ბესელია, რომლის დემარშის მიზეზიც სწორედ მოსამართლეთა დანიშვნა გახდა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, კობახიძის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტის შემუშავებაში, ბესელიას კანონპროექტისგან განსხვავებით პარლამენტის ჩართულობა ნაკლებია და ის მურუსიძე-ჩინჩალაძის დაკვეთას ასრულებს.  ხელისუფლების ოპონენტები მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონპროექტისთვის მხარდაჭერას არ აპირებენ.

დაკავშირებული სურათი„ეს შემოთავაზებული კანონპროექტები მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებას გამოიწვევს და რეალურად ვერ შეცვლის ასე ვთქვათ იმ კლანის მმართველობას, რომელიც დაწესდა ჩვენს სასამართლო სისტემაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეალური რეფორმისთვის აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციის გათვალისწინება. რაც შეეხება საერთოდ იუსტიციის საბჭოს რეფორმას, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა მოხდეს უცხოელი ექსპერტების თანამონაწილეობის გზით,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის კრიტიკა მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს პასუხობს.

ანრი ოხანაშვილი-ის სურათის შედეგი„ჩვენ ამერიკული მოდელით მოვუსმენთ ინდივიდუალურად ყველა კანდიდატს. ამერიკული მოდელი ნიშნავს იმას, რომ კომიტეტის სხდომაზე მოხდება ყველა კანდიდატის ინდივიდუალურად მოსმენა, ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი. ყველა შეკითხვა დაისმება, რაც საჭირო იქნება და ამის შემდგომ იმსჯელებს უკვე პლენარული სხდომა, პლენარულ სხდომაზე მოხდება მსჯელობა და მოხდება კენჭისყრა ინდივიდუალური კანდიდატებისადმი. ეს არის პროცესი, რომელიც არის უპრეცენდენტო და გამჭვირვალე და ღია და უზრუნველყოფს რა თქმა უნდა პარლამენტის განსაკუთრებულ როლს ამ პროცესში. ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციურ ორგანოებს,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

დაპირისპირება კანონპროექტები მოსამართლეების დანიშვნის წესი უზენაესი სასამართლო 2019-03-11
Tags დაპირისპირება კანონპროექტები მოსამართლეების დანიშვნის წესი უზენაესი სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“რუსთავი 2”-ის სიუჟეტი იყო შოუ – ანრი ოხანაშვილი TBC-ზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე ინფორმაციას არ ფლობს

შემდეგი სტატია

დღეს არსებული მოდელი, სარაც გვთავაზობს “ოცნება” არის მიუღებელი – ოთარ კახიძე მოსამართლეების დანიშვნაზე

მსგავსი სტატიები

ფუტსალის სტუდენტური ლიგის გამარჯვებული სეუ გახდა

30 დეკ 2017
„არანაირი მასშტაბური ღონისძიებები არ ეწყობა, ეს არის ფიზიკური პირების ინდივიდუალური მოგზაურობები“

„არანაირი მასშტაბური ღონისძიებები არ ეწყობა, ეს არის ფიზიკური პირების ინდივიდუალური მოგზაურობები“

18 დეკ 2017
დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენი ინიციატივის შესახებ რომ სცოდნოდა

დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენი ინიციატივის შესახებ რომ სცოდნოდა

ირაკლი შალიკაშვილი 31 მაი 2021

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

    სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

  • მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

    მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

  • რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

    რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

  • მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

    მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

  • რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

    რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

  • თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

    თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

  • ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

    ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

  • მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

    მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

  • სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

    სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

  • საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

    საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge