საქართველოს სახალხო არტისტი, ია ხობუა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, დღეს, 82 წლის ასაკში, გარდაიცვალა.
კინოს და თეატრის მსახიობმა მაყურებელს თავი არაერთი სპექტაკლითა და კინოროლით დაამახსოვრა.
ია ხობუამ ქართულ კინოში მოღვაწეობა 1958 წელს დაიწყო. შესრულებული აქვს როლები “ნატვრის ხეში” “დათა თუთაშხიასა” და სხვა ცნობილ ფილმებში.
“რამდენი წელიწადია, ავადმყოფობის გამო სცენაზე არ ვმდგარვარ, მაგრამ ყველა როლი მახსოვს და თქვენ წარმოიდგინეთ, არც გული ბერდება. სამწუხაროდ, ადრე მიმტყუნა ჯანმრთელობამ, ამას უკვე ასაკიც დაერთო და…
ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მენატრება სცენა…”, – სინანულით ამბობდა თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ია ხობუა.
კომენტარები