რუსი მსახიობი, სსრკ-ს სახალხო არტისტი ვლადიმერ ეტუში 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ მსახიობის ქალიშვილმა დაადასტურა.
ვლადიმერ ეტუშმა თეატრსა და კინოფილმებში 100-ზე მეტი როლი შეასრულა.
მსახიობი თამაშობდა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა „კავკასიელი ტყვე ქალი“, „12 სკამი“, „ივანე ვასილის ძე იცვლის პროფესიას“.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კომენტარები