NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საგამოძიებო კომისიის შექმნა არასერიოზულია – მამუკა მდინარაძე “TBC ბანკის” საქმეზე საუბრობს

საგამოძიებო კომისიის შექმნა არასერიოზულია – მამუკა მდინარაძე “TBC ბანკის” საქმეზე საუბრობს

07 მარ 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, საზოგადოება, სამართალი 1256 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

[yop_poll id=”-3″][yop_poll id=”-3″]„თიბისი ბანკის“ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის მიუღებელია. მამუკა მდინარაძის შეფასებით, არგუმენტების გარეშე კომისიის შექმნა არასერიოზულია.

ის იმ სკანდალურ წერილსაც გამოეხმაურა, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაუგზავნა. მამუკა მდინარაძემ გზავნილს “ნაბეჭდი ფურცელი” უწოდა.

„ეს ყველაფერი იღებს ძალიან არასერიოზულ სახეს, გამომდინარე იქიდან, რომ საუბარი მიდიოდა 17 მილიონი როგორ ისესხა ხაზარაძემ თავისი მეგობრისგან ისე, რომ იმ დღეს იყო „თიბისი ბანკიდან“ ეს ფული გატანილი და მან არაფერი იცოდა. არის თუ არა ეს გათეთრება, როგორი რეაგირება გააკეთა გამოძიებამ და რა შედეგამდე მიდის, ამით უნდა დავინტერესებულიყავით და გაჩნდა რაღაც ფურცელი საქმეში, ნაბეჭდი და მთელი აქცენტი გადავიდა ამაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მცდელობა, რომ ერთი მხრივ, პოლიტიკურ ჭრილში გადასულიყო ეს ყველაფერი, მეორე მხრივ, ყურადღება სხვა თემაზე გადატანილიყო და ეს წარმატებით გამოვიდა, როგორც ვატყობ ამ დღეების განმავლობაში, აქედან გამომდინარე, ასეთი არგუმენტებით საგამოძიებო კომისიის შექმნა არის არასერიოზული,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სკანდალური წერილი გუშინ პროკურატურამ გაასაჯაროვა. უკვე ცნობილია იმ გზავნილის შინაარსი, რომელიც, “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის მტკიცებით, მან გიორგი გახარისგან მიიღო. წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძეს სამი პირობის შესრულებას სთხოვდნენ:

პირველი – ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღდეგ. მეორე – ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობის” რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე – ტელეკომპანია “არტარეა,” რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, ჩაერთოს პოლიტიკურ კამპანიაში.

კომენტარები

თიბისი ბანკი კომისია საგამოძიებო ჯგუფი 2019-03-07
Tags თიბისი ბანკი კომისია საგამოძიებო ჯგუფი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„საზოგადოება ინტერესით ელოდა ე.წ. მტკიცებულებას, შედეგად მივიღეთ პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი” – კობახიძე სკანდალურ წერილზე საუბრობს

შემდეგი სტატია

შემდეგი ჩანაწერი

მსგავსი სტატიები

დმიტრი მედვედევი: …მსგავსი იდეის განხორციელება მთლიანი ერის მიმართებაში ადოლფ ჰიტლერმა სცადა

დმიტრი მედვედევი: …მსგავსი იდეის განხორციელება მთლიანი ერის მიმართებაში ადოლფ ჰიტლერმა სცადა

ირაკლი შალიკაშვილი 09 აგვ 2022
ხატია დეკანოიძე: უმრავლესობას ვურჩევ, გამოიყენოს „გუგლის“ საძიებო სისტემა და კარგად დააკვირდეს, რას ნიშნავს ლობისტი და რას ნიშნავს საქართველოს მეგობარი

ხატია დეკანოიძე: უმრავლესობას ვურჩევ, გამოიყენოს „გუგლის“ საძიებო სისტემა და კარგად დააკვირდეს, რას ნიშნავს ლობისტი და რას ნიშნავს საქართველოს მეგობარი

ნინო ჩხეიძე 30 ნოე 2022
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ – ევროსასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ – ევროსასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

ნინო ჩხეიძე 01 მაი 2021

უახლესი ამბები

  • ძველი წელთაღრიცხვით 46 წელი ყველაზე ხანგრძლივი წელიწადი იყო, რომელიც 445 დღეს გაგრძელდა

    ძველი წელთაღრიცხვით 46 წელი ყველაზე ხანგრძლივი წელიწადი იყო, რომელიც 445 დღეს გაგრძელდა

  • კახა კალაძე: ამ კითხვას არ ვიცი რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო და რა ფარულ მოლაპარაკებებზეა საერთოდ საუბარი

    კახა კალაძე: ამ კითხვას არ ვიცი რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო და რა ფარულ მოლაპარაკებებზეა საერთოდ საუბარი

  • თიკა კანდელაკი: …უბრალოდ, მათ ვეტყოდი, რომ ჩვენ მშვენიერი ლეონიდ სლუცკი გვყავს, რომელიც უსაქმოდ ზის

    თიკა კანდელაკი: …უბრალოდ, მათ ვეტყოდი, რომ ჩვენ მშვენიერი ლეონიდ სლუცკი გვყავს, რომელიც უსაქმოდ ზის

  • ირაკლი კობახიძე: იმედი მაქვს, ბრიუსელში პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი

    ირაკლი კობახიძე: იმედი მაქვს, ბრიუსელში პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი

  • კობახიძე: პუტინი როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობდა… ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს

    კობახიძე: პუტინი როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობდა… ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს

  • ირაკლი კობახიძე: სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, 26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში? – „ნაციონალები“ არიან უსამშობლოები, ისინი არიან ბოლშევიკები

    ირაკლი კობახიძე: სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, 26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში? – „ნაციონალები“ არიან უსამშობლოები, ისინი არიან ბოლშევიკები

  • ვალერი ზალუჟნი: მოვიდა დრო დავიბრუნოთ ის რაც ჩვენია! (ვიდეო)

    ვალერი ზალუჟნი: მოვიდა დრო დავიბრუნოთ ის რაც ჩვენია! (ვიდეო)

  • თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

    თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

  • ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო (ფოტოები)

    ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო (ფოტოები)

  • გედევან ფოფხაძე: საქართველო ვერ წავა პრორუსული მიმართულებით, რუსულ ორბიტაზე ვერ დარჩება – ქვეყანა და ნიკა გვარამიაც ძალიან მალე გათავისუფლდება

    გედევან ფოფხაძე: საქართველო ვერ წავა პრორუსული მიმართულებით, რუსულ ორბიტაზე ვერ დარჩება – ქვეყანა და ნიკა გვარამიაც ძალიან მალე გათავისუფლდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge