ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, არ საუბრობს იმ მუქარის წერილზე, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას შს მინისტრმა მისწერა.
ქობულია მხოლოდ იმას ამბობს, რომ კარგი იქნება TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე პრობლემური დისკუსია დასრულდეს.
„მე მგონია, რომ რაც უფროს სწრაფად მოხდება ამ საკითხის დასრულება და ამ პრობლემატური დისკუსიის დასრულება, მით უფრო კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ინვესტორისთვის, ამიტომ მე მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც დაასრულებს ამ პრობლემის მოგვარებას,“-აცხადებს გიორგი ქობულია.
შეგახსენებთ, რომ სკანდალური წერილის დასაწყისშივე წერია, რომ TBC-ის დამფუძნებელი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებს, ამიტომ ივანიშვილის ყველაზე გავლენიანი მინისტრი ხაზარაძეს სამ პირობას უყენებს:
პირველი-ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღდეგ. მეორე-ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობის” რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე-ტელეკომპანია “არტარეა,” რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, ჩაერთოს პოლიტიკურ კამპანიაში.
კომენტარები