NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»

07 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 507 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სამოქალაქო სექტორი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ  ირაკლი ღარიბაშვილის პირველ განცხადებებს ეხმაურება. ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მას ახალი არაფერი მოუსმენია და ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ საუბრობს „სისხლიან 9 წელზე“ და თავს ესხმის და აკრიტიკებს არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„ჩვენ ბატონი ღარიბაშვილისგან წარსულ წლებშიც გვახსოვს და ის იყო რომელმაც დაიწყო პირველად ძირგამომთხრელების ძახილი და ამას მოჰყვა შემდგომ ივანიშვილისგან გაკეთებული არაერთი განცხადება. სამწუხაროდ  მათი მხრიდან დამოკიდებულების ცვლილებას ვერ ვხედავთ და ეს აზიანებს  პირველ რიგში ქვეყანას. იმიტომ, რომ ეს იმდენად შეიძლება არ აზიანებდეს არც ვთქვათ რომელიმე ჩვენგანს ან სამოქალაქო სექტორს როგორც ასეთი. რაც შეეხება თვითონ შინაარსზე რაც მან ისაუბრა, აქ მგონია რომ მთლიანად მოწყვეტილი არის “ქართული ოცნება” რეალობას იმიტომ, რომ თუ განცდა აქვთ იმისა რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო არის დალაგებული სისტემა, რომელსაც თურმე ვიღაცა გარედან აკრიტიკებს და ამით სისტემაში ქაოსი შემოაქვს, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ ვერ აღიქვამს საზოგადოების განწყობებს ქართული ოცნება,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გარკვეული დროის შემდეგ მნიშვნელოვან თანამდებობას დაიკავებს.

„ბატონი ღარიბაშვილის არც პრემიერობის დროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმპათიით სამოქალაქო სექტორის მიმართ და არც არავის არ სჭირდება ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული სიმპათია, სამოქალაქო სექტორს ყოველ შემთხვევაში. მას ალბათ ამზადებენ უფრო მნიშვნელოვანი პოსტის დასაკავებლად გარკვეულ დროის შემდეგ. მაგრამ ფაქტია ერთი რამ, როდესაც არ აქვთ არგუმენტები  და როდესაც კონკრეტულ თემებთან მიმართებაში ვერ საუბრობენ კონკრეტული ფაქტებით და კონკრეტული მაგალითებით იქ ყოველთვის ხდება სამოქალაქო სექტორის მარგინალიზაცია,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

კომენტარები

ამზადებენ მნიშვნელოვანი პოსტი პოლიტიკა უფრო დიდი 2019-03-07
Tags ამზადებენ მნიშვნელოვანი პოსტი პოლიტიკა უფრო დიდი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საგამოძიებო კომისიის შექმნა არასერიოზულია – მამუკა მდინარაძე “TBC ბანკის” საქმეზე საუბრობს

შემდეგი სტატია

გვესმის, რომ კერძო სექტორს ანაკლიის პორტის პროექტის შესრულება უჭირს

მსგავსი სტატიები

საბიუჯეტო თანხების ფლანგვა – ენმ-ში აცხადებენ, რომ რაიონებში მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების უმეტესობა დახურულია

საბიუჯეტო თანხების ფლანგვა – ენმ-ში აცხადებენ, რომ რაიონებში მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების უმეტესობა დახურულია

30 იან 2019
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

30 აგვ 2018
“ბოლო პერიოდში შექმნილი აჟიოტაჟი აშკარად არის კიდევ ერთხელ მიმართული პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებისკენ”

“ბოლო პერიოდში შექმნილი აჟიოტაჟი აშკარად არის კიდევ ერთხელ მიმართული პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებისკენ”

ნინო ჩხეიძე 12 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

    Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

  • ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

    ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

  • 34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

    34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

  • ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

    ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

  • საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

    საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

  • იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

    იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

  • ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა

    ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა

  • სუსს აქვს მტკიცებულებები, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე მიდის პუტინამდე და უბრალოდ აღარ იციან რა ქნან

    სუსს აქვს მტკიცებულებები, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე მიდის პუტინამდე და უბრალოდ აღარ იციან რა ქნან

  • მხოლოდ საარჩევნო სისტემა ვერ იქნება შესვლის საფუძველი

    მხოლოდ საარჩევნო სისტემა ვერ იქნება შესვლის საფუძველი

  • გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა

    გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge