ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს კორუფციაში ადანაშაულებს და პროკურატურას საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
მისი მტკიცებით, გიორგი ქოჩიშვილის უშუალოდ ხელმძღვანელობით შექმნილია სქემა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლების ადმინისტრაციას სასწავლებლებში იურიდიული სამსახურის მომსახურებას ავალდებულებს.
ია კერზაიას შვილი გიორგი ქუჩიშვილის წინააღმდეგ განცხადების შეტანას დღეს პროკურატურაში აპირებს. შენგელია ამტკიცებს, რომ მას შესაბამისი კანონსაწინააღმდეგო ქმედების დამადასტურებელ დოკუმენტაციაც აქვს.
„წლების განმავლობაში ხდებოდა გიორგი ქუჩიშვილის ხელმძღვანელობით საჯარო სკოლებთან ფაქტობრივად ძალდატანებით ხელშეკრულებების დადება, ვითომ იყო ეს იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ვურთავთ ყველა მტკიცებულებას ამ საქმეს, პროკურატურას მივმართავთ გამოძიების დაწყების მოთხოვნით და ველოდებით მათგან რეაგირებას, რომ ეს კორუფციული სქემა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტსა და საჯარო სკოლებს ესოდენ ზიანს აყენებს, იყოს გამოძიებული,“-ამბობს ბაჩანა შენგელია.
კომენტარები