NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ეს ხალხი არ დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში – “ლეიბორისტული პარტია” ღარიბაშვილის დაბრუნებას აპროტესტებს

ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ეს ხალხი არ დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში – “ლეიბორისტული პარტია” ღარიბაშვილის დაბრუნებას აპროტესტებს

06 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 629 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ლეიბორისტული პარტია” ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აქცია-პერფორმანსით აპროტესტებს. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს რუსთაველის გამზირზე იმ მაღალჩინოსნების ფოტოები გამოფინეს, რომლებიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვადასხვა თანამდებობებზე იყვნენ.

ახალგაზრდები არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ ისინიც დაბრუნდნენ აქტიურ პოლიტიკაში, რაც მათი აზრით, ქვეყნის განვითარებისთვის საგანგაშო იქნება.

„გვინდა, რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველა ის „მკვდარი“ პოლიტიკოსი , რომლებიც თანამდებობებზე იყვნენ, ბევრი დანაშაულიც ჩაიდინეს და ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ღარიბაშვილის მსგავსად შეიძლება ისინი კვლავ დაბრუნდნენ ქართულ პოლიტიკაში,“ – განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

“ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაციის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ყოფილ მაღალჩინოსნებს პოლიტიკაში მხოლოდ პირადი პოლიტიკური ბენეფიტების დასაწერად აბრუნებს.

„ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იყენებს ძველ კომპრომატებსა და ძველ ადამიანებს, როდესაც მას სჭირდება რაღაც პირადი პოლიტიკური ბენეფიტების დაწერა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ეს ხალხი არ დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში,“ – პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი.

კომენტარები

დაბრუნება ვიბრძოლებთ პარტია პროტესტი 2019-03-06
Tags დაბრუნება ვიბრძოლებთ პარტია პროტესტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

წერილის შინაარსი აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი არხის გაკონტროლების სურვილი

შემდეგი სტატია

ოპოზიციის ახალი ინიციატივა – “ახალი საქართველო” საბავშვო ბაღების პედაგოგების კვების საკითხით უზრუნველყოფას ითხოვს

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე გეგმავს თანამდებობაზე ის ადამიანები დაამტკიცოს, რომლებსაც 4 წელი არაფერი გაუკეთებიათ – დღევანდელ სხდომას დავესწრებით, რადგან ბატონ კალაძესთან ბევრი კითხვა გვაქვს

კახა კალაძე გეგმავს თანამდებობაზე ის ადამიანები დაამტკიცოს, რომლებსაც 4 წელი არაფერი გაუკეთებიათ – დღევანდელ სხდომას დავესწრებით, რადგან ბატონ კალაძესთან ბევრი კითხვა გვაქვს

ირაკლი შალიკაშვილი 07 დეკ 2021

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი მოკლეს

27 ნოე 2018
მიხეილ სააკაშვილი: „ქოცური“ ხელისუფლების დღეები დათვლილია, ვამაყობ თქვენით

მიხეილ სააკაშვილი: „ქოცური“ ხელისუფლების დღეები დათვლილია, ვამაყობ თქვენით

ირაკლი შალიკაშვილი 04 ოქტ 2021

უახლესი ამბები

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

    უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

  • თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

    თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

    ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

  • გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

    გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

  • ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

    ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

    მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge