NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოსთვის ევროკავშირში უპრეცედენტო პერსპექტივა იხსნება

საქართველოსთვის ევროკავშირში უპრეცედენტო პერსპექტივა იხსნება

06 მარ 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, საზოგადოება 840 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში დაიწყო. საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა მოხსენება მისასალმებელი სიტყვით დაიწყო. მან უცხოეთში მისი პირველი ვიზიტები მიმოიხილა. მისი თქმით, ის ჯერ ევროკავშირსა და ნატოს ესტუმრა, შემდეგ ევროპის წამყვან ქვეყნებს, ასევე შეხვდა ქაბულის პრეზიდენტს, ქართველ სამხედროებს. ზურაბიშვილის განცხადებით, ის ასევე იმყოფებოდა აზერბაიჯანში.

სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში უპრეცედენტო პერსპექტივა იხსნება.

“ჩემი ინაუგურაციიდან ჯერ არ გასულა 100 დღე. ამ საპასუხისმგებლო გზის საწყის ეტაპზე მინდა, მოგახსენოთ ჩემი პირველი ნაბიჯების შესახებ და გაგიზიაროთ ჩემი პოზიციები მნიშვნელოვან საკითხებზე. ამ ვიზიტების თანამიმდევრობა შემთხვევითი არ ყოფილა: როგორც გაცხადებული მქონდა, ჯერ ევროკავშირსა და ნატოს ვესტუმრე, შემდეგ – ევროპის დღევანდელ ორ წამყვან მეგობარ ქვეყანასა და პარტნიორს – საფრანგეთსა და გერმანიას;

როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, მოვინახულე ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც შორეულ ავღანეთში თავიანთი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით საქართველოს ასახელებენ. ქაბულში შევხვდი ავღანეთის პრეზიდენტს; ჩვენს რეგიონში კი პირველი ვიზიტით მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანს ვეწვიე და … ვერ დავივიწყებ კახში ისტორიული ჰერეთის მოსახლეობის დახვედრას.

მიღების დონე, სითბო, ღიაობა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, რომელიც ყველგან მკაფიოდ იყო გამოხატული, განპირობებულია დღევანდელი საქართველოს მიღწევებით, მის მიმართ ნდობის ხარისხით და მისი რეალური პერსპექტივებით და არა პიროვნული დამოკიდებულებებით.

ჩვენ ზოგჯერ თავს ვიტყუებთ ილუზიებითა და მცდარი წარმოდგენებით, ზოგჯერ კი გვიჭირს ჩვენივე რეალური მიღწევების დაჯერება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ გარედან უფრო ჩანს, რა გზა გაიარა საქართველომ და, ბევრი სირთულის მიუხედავად, როგორ პოზიტიურად უყურებენ მას დღეს, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორს!  ეს ჩემთვის ძალიან საამაყო იყო და მინდა, რომ ეს განცდა თქვენც გაიზიაროთ, რამეთუ ეს ჩვენი ერთობლივი, ჩვენი ერის მიღწევაა!

ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით გავიარეთ გზა, რომელიც 15 წლის წინ წარმოუდგენელიც იყო. ეს გზა მოიცავს სამეზობლო პოლიტიკას, აღმოსავლეთის პარტნიორობას, ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალ ვაჭრობასა და ვიზალიბერალიზაციას.

ასეთივე ძნელი წარმოსადგენია ჩვენი ხვალინდელი ადგილი ევროპისა და მსოფლიო რუკაზე, მაგრამ არჩეულ გზაზე ნათლად ჩანს, რომ ყველაზე დიდი კოზირი სწორედ საქართველოა – მისი რეალური სახის, მისი პოტენციალის, კულტურისა და იდენტობის წარმოჩენა. დღეს საქართველოსთვის ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, უპრეცედენტო პერსპექტივა იხსნება. ევროპის სამომავლო სახე დღეს იკვეთება,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

ევროკავშირი იხსნება საქართველო უპრეცედენტო პერსპექტივა 2019-03-06
Tags ევროკავშირი იხსნება საქართველო უპრეცედენტო პერსპექტივა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა – კობახიძე პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციის ბოიკოტს აფასებს

შემდეგი სტატია

ზურაბიშვილი არის სიმბოლო იმ არჩევნების, რომელიც ჩატარდა ამომრჩეველზე მასობრივი ზეწოლით, მოსყიდვით

მსგავსი სტატიები

ირაკლი მეზურნიშვილი ლორა ტორტონისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

ირაკლი მეზურნიშვილი ლორა ტორტონისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

29 იან 2018

თბილისის ნაწილს 12 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

11 დეკ 2017
როცა სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა, მისი იმპიჩმენტისთვის თქვენთან ერთად ხელმოწერებს კიდევ ვინ აგროვებდა? მაშინ სად იყავით?

როცა სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა, მისი იმპიჩმენტისთვის თქვენთან ერთად ხელმოწერებს კიდევ ვინ აგროვებდა? მაშინ სად იყავით?

ირაკლი შალიკაშვილი 04 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

    ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

  • დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

    დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

  • ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

    ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

  • კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

    კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge