NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»რა უნდა ჩავთვალოთ მთავარ მტკიცებულებად? არც ავტორი ჩანს არც შედგენის თარიღია – თალაკვაძე ხაზარაძეს პასუხობს

რა უნდა ჩავთვალოთ მთავარ მტკიცებულებად? არც ავტორი ჩანს არც შედგენის თარიღია – თალაკვაძე ხაზარაძეს პასუხობს

06 მარ 2019 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, საზოგადოება, სამართალი 995 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

TBC ბანკის სკანდალური საქმე – „ქართულ ოცნებაში“ საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა. განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძე გააკეთა. თალაკვაძემ იმ წერილთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც TBC ბანკის დამფუძნებელმა პროკურატურას, როგორც მუქარის დასტური გადასცა და რომელიც პროკურატურამ დღეს გაასაჯაროვა.

ხაზარაძე ირწმუნება, რომ მუქარის წერილი მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.

თალაკვაძე წერილს „ქაღალდის ფურცელზე ამობეჭდილ ტექსტს“ უწოდებს, რომელსაც მისი თქმით, არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები.

თალაკვაძის თქმით, აღნიშნული წერილით არ დასტურდება მუქარა მოდიოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან. მისივე განცხადებით, ეჭვს აჩენს ისიც, რომ მამუკა ხაზარაძე არ არ ასახელებს არც იმ პირს, რომელმაც მას წერილი მიუტანა.

“ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში თვალს ვადევნებთ საქმეს, სადაც პროკურატურის ინფორმაციით გამოძიება ეხება დიდი ოდენობით ფინანსურ ტრანზაქციებს, რომლის კანონიერებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ვინაიდან ანაკლიის პორტის საკითხი მოჰყავს მთავარია არგუმენტად მხარეს, მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი,რომლის წარმატებით განხორციელებისთვისაც სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს.

“გამოძიების პარალელურად ჩვენ პარლამენტშიც მივეცით ბანკის დამფუძნებლებს საშუალება ღიად ესაუბრათ. ამ სხდომაზე ასევე მოვისმინეთ ღია ბრალდება თითქოს ხელისუფლების წარმომადგენელი ბანკის დამფუძნებლებს დაემუქრა და თითქოს არსებობს ამის დამადასტურებელი წერილი.

“ბუნებრივია პირველი და ლოგიკური მოთხოვნა იყო ეს წერილი ყოფილიყო წარმოდგენილი. დღეს აშკარაა რომ წერილი რეალურად არის ფურცელზე ამობეჭდილი ტექსტი, რომელსაც მთავარი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, ვის გაეგზავნა ან ვისგან იყო გამოგზავნილი არ აქვს. რა უნდა ჩავთვალოთ მთავარ მტკიცებულებად? არც ავტორი ჩანს არც შედგენის თარიღია. იმასაც კი არ გვეუბნებიან ვინ მიუტანა ეს ამობეჭდილი ფურცელი ბანკის დამფუძნებელს,”-განაცხადა თალაკვაძემ.

სკანდალური წერილი გასაჯაროვდა. უკვე ცნობილია იმ გზავნილის შინაარსი, რომელიც გიორგი გახარისგან მამუკა ხაზარაძემ მიიღო.

წერილის დასაწყისშივე გახარია TBC-ის დამფუძნებელს წერს, რომ გავლენიანი ბიზნესმენი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებს, ამიტომ ივანიშვილის ყველაზე გავლენიანი მინისტრი ხაზარაძეს სამ პირობას უყენებს.

პირველი-ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღდეგ. მეორე-ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობის” რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე-ტელეკომპანია “არტარეა,” რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, ჩაერთოს პოლიტიკურ კამპანიაში.

პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე კი განმარტეს, რომ მათთვის მამუკა ხაზარაძეს არ წარუდგენია დოკუმენტის დედანი და ამიტომ გამოძიება მოკლებულია დოკუმენტის გადამოწმებისა და მისი ავთენტიკურობის დადგენის შესაძლებლობას.

პროკურორის მტკიცებით, მამუკა ხაზარაძემ სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან.

კომენტარები

ავტორი არც შედგენის თარიღია მთავარ მტკიცებულებად რა უნდა ჩავთვალოთ 2019-03-06
Tags ავტორი არც შედგენის თარიღია მთავარ მტკიცებულებად რა უნდა ჩავთვალოთ
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოპოზიციის ახალი ინიციატივა – “ახალი საქართველო” საბავშვო ბაღების პედაგოგების კვების საკითხით უზრუნველყოფას ითხოვს

შემდეგი სტატია

მოსამართლეთა შერჩევის წესი და კრიტერიუმების საბოლოო ვარიანტი – სამუშაო ჯგუფი შეხვედრას მართავს

მსგავსი სტატიები

წულუკიანი:  მინ­და ვთქვა, რომ პო­ლი­ცია მოქ­მე­დებ­და იმ ფარ­გლებ­ში რაც მათ შე­ეძ­ლოთ

წულუკიანი: მინ­და ვთქვა, რომ პო­ლი­ცია მოქ­მე­დებ­და იმ ფარ­გლებ­ში რაც მათ შე­ეძ­ლოთ

ნინო ჩხეიძე 06 ივლ 2021
ფოთში, მაცივრების საწყობში მამაკაცი გარდაიცვალა

ფოთში, მაცივრების საწყობში მამაკაცი გარდაიცვალა

30 ნოე 2017

ხატია დეკანოიძე: განმარტოს ხელისუფლებამ, რატომ არის საქართველო უკრაინასთან მიმართებით ყველა საერთაშორისო პროცესიდან გათიშული!

ირაკლი შალიკაშვილი 13 მაი 2022

უახლესი ამბები

  • ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

    ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

  • გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

    გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

  • დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

    დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

  • ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

    ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

  • “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

    “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

  • მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

    მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

  • აშშ-ის საელჩო:  „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

    აშშ-ის საელჩო: „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

  • ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

    ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

  • ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

    ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

  • ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

    ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge