„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის რანგში ირაკლი ღარიბაშვილის პირველ ტელეეთერს ლევან გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილის აზრების გამხმოვანებელი უწოდა.
„გუშინდელი გამოსვლა იყო კიდევ უფრო გამყოფი, ვიდრე გამაერთიანებელი. ზუსტად მაგ ლოგიკას გავემიჯნეთ, რომ ადრე იყვნენ ცუდები და დღეს არიან კარგები და რომ შესაძლებელია ყოფილი დამნაშავეებით სასამართლოს მომავალი შექმნა. ჩინჩალაძის მხარდასაჭერად ვინ გეყოლება, ზარდიაშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი თუ რემბო, ფაქტობრივი მნიშვნელობა აღარ აქვს. ეს გზა არის საწინააღმდეგო,“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პირველ ტელეინტერვიუში თქვა, რომ ბესელია დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის და არც პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიუღია დამოუკიდებლად.
კომენტარები