TBC ბანკის დამფუძნებელი საქალაქო სასამართლოში ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, აძლევს. გამოძიება იმ წერილის არსებობით დაინტერესდა, რომლის შესახებაც მამუკა ხაზარაძემ გუშინდელ საჯარო განცხადებაში ისაუბრა.
ხაზარაძემ თქვა, რომ შს მინისტრის მხრიდან მუქარის შესახებ პროკურატურის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, დაკითხვაზე უამბო, თუმცა საკითხით არავინ დაინტერესებულა.
საქმის პროკურორი კი ხაზარაძის ამ ბრალდებას უარყოფს. არჩილ ტყეშელაშვილი ამბობს, რომ ხაზარაძეს შს მინისტრისგან მიღებული წერილი გუშინდლამდე არასოდეს უხსენებია.
“მამუკა ხაზარაძეს დღევანდელი დაკითხვის ფარგლებში მოვთხოვთ განმარტებებს იმის შესახებ, რაც მან გააკეთა საპარლამენტო კომიტეტის დროს და განაცხადა, რომ მან მიიღო წერილი შს მინისტრისგან და მოვთხოვთ აღნიშნული წერილისა და ამ ინფორმაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
“გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მამუკა ხაზარაძემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ თითქოს მან მიიღო მუქარის წერილი შს მინისტრისგან არ შეესაბამება სინამდვილეს, მას ასეთი განმარტება არ გაუკეთებია, მან მხოლოდ ისაუბრა იმაზე,რომ მან მიიღო წერილი ეროვნული ბანკისგან, სადაც საუბარი იყო მისი და ბადრი ჯაფარიძის შესაძლო თანამდებობების დატოვების შესახებ,”-აცხადებს პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი.
კომენტარები