NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»უნდა გადადგეს შს მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

უნდა გადადგეს შს მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

05 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 597 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია რომ უნდა გადადგეს პირველ რიგში შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი – ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებაზე საუბრისას გააკეთა.

რაც შეეხება ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ დაყენებულ ინიციატივას პარტია მხარს დაუჭერს.

„ნაციონალურ მოძრაობას მიაჩნია რომ უნდა გადადგეს პირველ რიგში შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მათ უნდა აგონ პასუხი იმ ძალადობაზე, რაც იქნა ჩადენილი “თიბისი” ბანკის მიმართ. ხოლო რაც შეეხება დროებით საგამოძიებო კომისიას, ჩვენ რა თქმა უნდა დავუჭერთ მხარს,  ეს ბერკეტიც უნდა იყოს გამოყენებული. მიუხედავად იმისა რომ ეს ხანგრძლივ პროცედურებს შეიცავს, ხოლო “თიბისი ბანკი”, დღესვე არის გადასაწყვეტი ეს პრობლემა, ვინაიდან მაისში ან ივნისში სერიოზული პრობლემები შეექმნება ანაკლიის პროექტს თუკი არ გაირკვა ის რომ არავითარი ფულის გათეთრება აქ არ ხდებოდა და პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს “თიბისი ბანკის” აქციონერების წინააღმდეგ,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

სკანდალური განცხადება მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას გუშინ გააკეთა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი მისწერა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის განცხადებით, შს მინისტრმა მისგან გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებთან რეპუტაციის განადგურებით დაემუქრა.

ხაზარაძის განმარტებით, არც მან და არც მისმა პარტნიორებმა გახარიას მოთხოვნები არ შეასრულეს და არც მომავალში შეასრულებენ. ბრალდებები უარყო შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

გადადგეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შს მინისტრი 2019-03-05
ირაკლი შალიკაშვილი
Tags გადადგეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შს მინისტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“მოვითხოვ კატეგორიულად საჯარო სხდომის მოწვევას ანაკლიის პორტის პრობლემატიკის შესასწავლად”

შემდეგი სტატია

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან წარმოადგინოს ის წერილი რომელზეც გუშინ ისაუბრა

მსგავსი სტატიები

უკრაინის საკასაციო სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

უკრაინის საკასაციო სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

03 აპრ 2018
კობახიძე ითხოვდა განმარტებას და მან ეს განმარტება მიიღო – საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და ისინი უნდა გათავისუფლდნენ

კობახიძე ითხოვდა განმარტებას და მან ეს განმარტება მიიღო – საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და ისინი უნდა გათავისუფლდნენ

ირაკლი შალიკაშვილი 12 მაი 2020
“წლის საუკეთესო” – კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია დააფუძნა

“წლის საუკეთესო” – კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია დააფუძნა

ირაკლი შალიკაშვილი 22 ნოე 2021

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge