NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა – TBC ბანკის საქმე და ანალიტიკოსების შეფასებები

სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა – TBC ბანკის საქმე და ანალიტიკოსების შეფასებები

05 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 397 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა – ასეთ მძიმე შეფასებას არასამთავრობო ორგანიზაციები, TBC ბანკის საქმეზე საუბრისას აკეთებენ.

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, აშკარა გახდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები, ადმინისტრაციულ რესურსი, საჯარო მოხელეები და ბიუჯეტის ფინანსები სრულად ემსახურება კერძო პირების ინტერესებს.

“გუშინდელმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ ცხადად და კონკრეტული მაგალითები დაადასტურა, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფოს მიტაცებასთან. სახელმწიფო მიტაცებული არის ბიძინა ივანიშვილის და მასთან ასოცირებული ჯგუფის მიერ.

ამაზე დიდი ხანია უკვე საუბრობენ და ამ ნიშნებზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც და ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ გუშინდელმა გამოსვლამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო ცხადად დაგვანახა.

თუ ფართო სურათში განვიხილავთ პარალელურად რა ხდება სასამართლოში , რა ხდება ძალოვანი და უსაფრთხოების სტრუქტურების პოლიტიზირების კუთხით, რა ხდება ზოგადად არაფორმალური მმართველობის კუთხით, ეს ფაქტები ერთობლიობაში გვანახებენ, რომ გვაქვს საქმე ყველაზე მძიმე ფორმასთან სახელმწიფოს მიტაცების, როდესაც ყველა ინსტიტუცია სასამართლოს ჩათვლითაც კი, რომელიც ითვლება ხოლმე ბოლო ინსტანციად და შეიძლება მოაბრუნოს ქვეყანა, აი ასეთ მძიმე ფორმასთან სახელმწიფოს მიტაცების,“ – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

საიას თავმჯდომარეც ამბობს, რომ პრობლემა TBC ბანკის თემას გასცდა და ზოგადი ხასიათი მიიღო. სალაძეს მაგალითად მოჰყავს მამუკა ხაზარაძის ის განცხადება, სადაც ბიზნესმენი იმაზე საუბრობდა, თუ როგორ ხდება ბიზნესის დაცვას არა სამართლებრივი გზით, არამედ კულუარებში მოლაპარაკებებით.

„ეს საკითხი, როგორც ჩანს გაცდა უკვე მხოლოდ TBC ბანკის თემას, ვინაიდან გუშინდელი კომიტეტის სხდომის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ მაგალითად ბატონი ხაზარაძე საუბრობდა „ბანკი რესპუბლიკის“ შესყიდვის პროცესზე და იმაზე, რომ ეს საკითხი მხოლოდ მაშინ მოგვარდა, როდესაც მას ბატონ ივანიშვილთან ჰქონდა ამ თემაზე საუბარი. რეალურად ჩვენ ქვეყანაში ვხედავთ ინსტიტუციის დამოუკიდებლობის პრობლემას, როდესაც ინსტიტუცია სამართლიანად თუ უსამართლოდ ეუბნება უარს კონკრეტულ პირს, ის ნაცვლად იმისა, რომ სასამართლო საშუალებით ან სხვა ინსტიტუციების საშუალებით ცდილობდეს მისი უფლებების დაცვას, კონკრეტულ გავლენიან პირებთან შეხვედრის შედეგად ხდება გადაწყვეტილების მიღება,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

კომენტარები

TBC ბანკის საქმე ანალიტიკოსების შეფასებები მიტაცების მცდელობა სახელმწიფო 2019-03-05
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TBC ბანკის საქმე ანალიტიკოსების შეფასებები მიტაცების მცდელობა სახელმწიფო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაიბარეს

შემდეგი სტატია

თუ გახარიას წერილი არსებობს, მექნება რეაგირება – ლომჯარია ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე მოსამართლეების არჩევაზე უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, დიპკორპუსს და არასამთავრობოებს გააცნობს

ირაკლი შალიკაშვილი 06 მარ 2019

მეუფე პეტრეს შეფასებით, მოსამართლემ მთელ სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი

05 სექ 2017

სომხეთში ე.წ. „კანონიერი ქურდი“ მერაბ კალაშოვი დააკავეს

09 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

    ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

  • გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

    გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

  • “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

    “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

  • ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

    ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

  • ლილი ფოფხაძე – ჩემები

    ლილი ფოფხაძე – ჩემები

  • “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

    “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

  • დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

    დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

  • კალაძე:  ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

    კალაძე: ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

  • მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

    მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

  • “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

    “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge