NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, წერილი მას მიაწოდა შუამავალმა”

“როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, წერილი მას მიაწოდა შუამავალმა”

05 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 767 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, ეს წერილი მას მიაწოდა შუამავალმა,“ – ამის შესახებ პროკურორმა მამუკა ხაზარაძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს შუამავლის ვინაობა არ დაასახელა. პროკურორის განცხადებით, ხაზარაძემ წარადგინა ქაღალდზე დაბეჭდილი ფურცელი მაიდენტიფიცირებელი საშუალების გარეშე.

პროკურორის განმარტებით, ყველა საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებენ, რათა წერილის წარმომავლობა დადგინდეს.

„ბატონმა მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა წერილი, ჩვეულებრივ ფურცელზე კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აღნიშნულ ფურცელზე არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ იყო. ამასთან, როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, ეს წერილი მას მიაწოდა შუამავალმა. როდესაც ჩვენ ვეკითხებით შუამავლის დასახელებას, მას გააჩნია ვალდებულება, რომ დაასახელოს შუამავლის ვინაობა, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, ის შუამავალს არ ასახელებს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ამ ქაღალდს, სადაც არის აკრეფილი კომპიუტერზე ტექსტი, არანაირი მაიდენტიფიცირებელი საუშალება არ გააჩნია და შუამავალთან დაკავშირებითაც გაგეცით პასუხი. შინაარსობრივი მხარე, ეს წერილი ჯერ ჩვენ არ გადმოგვცემია. სასამართლოს აქვს ამ ეტაპზე. სხვა შემთხვევაში ჩვენ ყველა საგამოძიებოდ ა საპროცესო მოქმედებას ჩავატარებთ, რომ ამ წერილის წარმომავლობა დადგინდეს,“ – განაცხადა პროკურორმა.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქალაქო სასამართლოში წარადგინა წერილის ასლი, ხოლო დედანი ლონდონში ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

სკანდალური განცხადება მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას გუშინ გააკეთა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის შემცველი წერილი მისწერა.

თიბისი ბანკის დამფუძნებლის განცხადებით, შს მინისტრმა მისგან გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებთან რეპუტაციის განადგურებით დაემუქრა.

ხაზარაძის განმარტებით, არც მან და არც მისმა პარტნიორებმა გახარიას მოთხოვნები არ შეასრულეს და არც მომავალში შეასრულებენ.

კომენტარები

მიაწოდა შუამავალი წერილი 2019-03-05
ირაკლი შალიკაშვილი
Tags მიაწოდა შუამავალი წერილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“მივმართავ რეჟიმის მეთაურს, ჩატარდეს სასწრაფოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”

შემდეგი სტატია

სამედიცინო დაწესებულებები ყალბი დოკუმენტაციით მიღებულ თანხას უკან დააბრუნებენ

მსგავსი სტატიები

ბრაზილიელმა ქალმა საკუთარი მკვლელობის ვიდეო გადაიღო

04 ოქტ 2017
m²-ის სამშენებლო კოლეჯი – „კონსტრუქტ2“ მიღებას იწყებს

m²-ის სამშენებლო კოლეჯი – „კონსტრუქტ2“ მიღებას იწყებს

29 იან 2019
გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციაც მხარს დაუჭერს ამ რეზოლუციის პროექტს

გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციაც მხარს დაუჭერს ამ რეზოლუციის პროექტს

ირაკლი შალიკაშვილი 07 მარ 2022

უახლესი ამბები

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge