TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, სადაც მან შს მინისტრი მუქარაში დაადანაშაულა, განხილვები მოჰყვა პარლამენტში.
მმართველი გუნდის წევრებმა ოპონენტების ბრალდებებს უპასუხეს, რომლებიც ივანიშვილის მხრიდან ბიზნესზე ზეწოლაზე საუბრობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ოპოზიცია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულებით არის დაკავებული.
„ე.წ. ოპოზიცია ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს აბრალებს. ყოფნით თავხედობა და უკვე ორკესტრირებულად, „ნაცმოძრაობა“, „ევრონაცები“ და ბანკის ყოფილი ხელმძღვანელობა ხმაშეწყობილად გაჰკივიან, თითქოს ბიძინა ივანიშვილს უნდა ბანკი წაართვას, ანაკლიის პროექტი გააჩეროს და უმწიკვლო ადამიანები უდანაშაულო ბანკირები დაადანაშაულოს. მოვითხოვ და არა მოვუწოდებ პროკურატურას, შეცვალოს გამოძიების ტემპი და საქმეები მიიყვანოს ლოგიკურ დასასრულამდე,“ – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, კარლო კოპალიანმა.
“თიბისი” ბანკის დამფუძნებელს მუქარის შემცველი წერილის გასაჯაროებისკენმოუწოდებს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.
„მათ გამოაცხადეს, რომ ჰქონდა გარკვეულ შანტაჟს ეროვნული ბანკის მხრიდან. საიტზე იყო განცხადება, რომ არანაირ შანტაჟს ეროვნული ბანკის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. გაჟღერებული იქნა რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან, ადგილი ჰქონდა მუქარის წერილის გაგზავნას, თუმცა ის ასევე, როგორც ბატონო გახარიას მხრიდან უარყოფილი იქნა მსგავსი წერილის გაგზავნა. ასევე, ნებისმიერი კომუნიკაცია ბანკთან და ასევე უარყოფილი იქნა საქართველოს პროკურატურის მხრიდან მსგავსი ფაქტი. თუმცა, თუკი ასეთი წერილი იყო, შესაძლებლობა ჰქონდათ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს, რომ გამოეყენებინათ საქართველოს პარლამენტის მაღალი ტრიბუნა და ეს წერილი გაესაჯაროებინათ, თუკი ასეთი არსებობდა,“ – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
კომენტარები