NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ალბათ მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება – “ქართული ოცნების” ე.წ. ძველების გუნდი ღარიბაშვილის პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს

“ალბათ მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება – “ქართული ოცნების” ე.წ. ძველების გუნდი ღარიბაშვილის პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს

05 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 389 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში შესვლას მიესალმება. გია ვოლსკი, რომელმაც „ქართულ ოცნებაში“ საკუთარი ადგილი დაუთმო პოლიტიკაში დაბრუნებულ ღარიბაშვილს ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას მიესალმება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის შესვლის საკითხზე საუბარი არ ყოფილა თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავსი საკითხის განხილვის შესაძლებლობა არ არსებობს.

„ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის. არ ვფიქრობთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უნდა იყოს კანდიდატი მთაწმინდაში მაგრამ არ ნიშნავს იმას რომ ამ საკითხებზე არ იქნება მსჯელობა,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმება ე.წ. ძველების გუნდი.  ნუკრი ქანთარია დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერი მხოლოდ პარტიის პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება.

„მივესალმებოდი მაგრამ ეს არ არის გადაწყვეტილი და ვარაუდია თქვენი. ირაკლი ღარიბაშვილი ალბათ შემდგომში მიიღებს ძალიან აქტიურ მონაწილეობას და ბუნებრივია, რომ ის ახლა მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება. მაგრამ ეს ალბათ მომავლის საქმეა,“- აცხადებს ნუკრი ქანთარია.

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დროულ გადაწყვეტილებად თვლის ვიქტორ ჯაფარიძეც.

„აუცილებელი არის ირაკლი ღარიბაშვილის ნაირი კადრების ქართულ ოცნებაში დაბრუნებაც და ყოფნაც,“-განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

კობა ნარჩემაშვილი კი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება “ქართული ოცნების” შიდა განსახილველი თემაა.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის ჩანაცვლებას ემსახურება.  სავარაუდოდ ის კენჭს იყრის მთაწმინდის მაჟორიტარად. მანდატი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თავისუფალია და იქ შუალედური არჩევნები აპრილში გაიმართება. პარლამენტში მოხვედრის შემდეგ კი არსებული ინფორმაციით, ის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

კომენტარები

პარლამენტში შესვლა პოლიტიკური მდივანი ძველების გუნდი 2019-03-05
ირაკლი შალიკაშვილი
Tags პარლამენტში შესვლა პოლიტიკური მდივანი ძველების გუნდი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„რესტორანში შევდივარ, უკაცრავად“ – ირაკლი ჩიქოვანი “TBC ბანკის” საქმეზე დასმულ კითხვას არ პასუხობს

შემდეგი სტატია

გაასაჯაროოს ხაზარაძემ გახარიას წერილი და შეიქმნას საგამოძიებო კომისია – არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო მიტაცების ტენდენციაზე საუბრობენ

მსგავსი სტატიები

მოლოდინზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა პირველ რიგში, ჩვენი მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია

მოლოდინზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა პირველ რიგში, ჩვენი მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია

ირაკლი შალიკაშვილი 31 იან 2020
„როგორ ფიქრობთ, გული გაუსკდებათ ამ ფორმატს თუ შევაჩერებთ? “

„როგორ ფიქრობთ, გული გაუსკდებათ ამ ფორმატს თუ შევაჩერებთ? “

სოსო ელისაშვილი 06 მარ 2018

„არ დაუშვათ ისეთი ქმედებებში ჩართვა, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენს ნაკრებზე“

09 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

    ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

  • აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

    აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

  • ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

    ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

  • ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

    ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

  • აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

    აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

  • “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

    “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

  • ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

    ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

  • “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

    “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

  • ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

    ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge