NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„თქვენობით მელაპარაკე და მორალს ნუ მიკითხავ” – სიტყვიერი დაპირისპირება გიგა ბოკერიასა და დიმიტრი ცქიტიშვილს შორის

„თქვენობით მელაპარაკე და მორალს ნუ მიკითხავ” – სიტყვიერი დაპირისპირება გიგა ბოკერიასა და დიმიტრი ცქიტიშვილს შორის

04 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 741 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის საგარეო კომიტეტის, სხდომაზე, სადაც კარასინთან გამართული შეხვედრის შესახებ ზურაბ აბაშიძის ანგარიში უნდა მოესმინათ, დაიხურა. გადაწვეტილება უმრავლესობის წევრებმა მიიღეს, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, სხდომაზე სულ მცირე კითხვა-პასუხის რეჟიმი საჯარო უნდა ყოფილიყო, რათა ის მაინც გარკვეულიყო, ივანიშვილის რა გზავნილებს დაატარებს აბაშიძე კარასინთან.

სხდომაზე ერთმანეთს ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დაუპირისპირდნენ.

„თქვენობით მელაპარაკე და მორალს ნუ მიკითხავ… სამარცხვინოა, როცა არგუმენტის მაგივრად მორალის კითხვას იწყებ აქ. ერთი ფრაზა ვთქვი და რა ნერვები გაქვთ ეგეთი, რა სენსიტიურები ხართ, რა ნაზები ხართ,“ – მიმართა გიგა ბოკერიამ დიმიტრი ცქიტიშვილს.

კამათის დროს, დიმიტრი ცქიტიშვილმა ”ევროპული საქართველოს” წევრი სხდომაზე დესტრუქციის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თუკი სხდომა არ მოსწონს, შეუძლია ის დატოვოს.

„თქვენი არგუმენტიც ვერ მოვისმინე საერთოდ. ერთადერთი არგუმენტია, დესტრუქცია მოახდინოთ და მეტი არაფერი. ამ ფორმატში გინდათ წავიყვანო ეს სხდომა და აზრი არ აქვს და თუ არ მოგწონს გადი რა,“ – მიმართა ცქიტიშვილმა ბოკერიას.

სხდომაზე განცხადება გააკეთა ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გია ვოლსკიმ, რომელმაც დეპუტატებს სხდომის დახურვის წინადადებით მიმართა.

სხდომაზე იმყოფებოდა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია, რომელმაც მხარი სხდომის დახურვას დაუჭირა.

საბოლოო ჯამში, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სხდომა, რომელზეც დეპუტატებს კარასინთან გამართული შეხვედრის შესახებ ზურაბ აბაშიძის ანგარიში უნდა მოისმინონ, დაიხურა.

კომენტარები

მორალს ნუ მიკითხავ სიტყვიერი დაპირისპირება 2019-03-04
ირაკლი შალიკაშვილი
Tags მორალს ნუ მიკითხავ სიტყვიერი დაპირისპირება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციას შეუერთდნენ

შემდეგი სტატია

ბატონი ბიძინას რა მონაკვეთზე და სადაც იტყვის, მე მის გვერდით ყველა სამუშაოს შევასრულებ

მსგავსი სტატიები

ფაროსანასთან საბრძოლველად აშშ-ის მთავრობამ საქართველოსათვის $3.5 მილიონი გამოყო

ფაროსანასთან საბრძოლველად აშშ-ის მთავრობამ საქართველოსათვის $3.5 მილიონი გამოყო

სოსო ელისაშვილი 20 მარ 2018
თუ ოპოზიცია არ დათანხმდება, არჩევნები ჩატარდება არსებულ სისტემით – კალაძე არ გამორიცხავს, რომ “ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს

თუ ოპოზიცია არ დათანხმდება, არჩევნები ჩატარდება არსებულ სისტემით – კალაძე არ გამორიცხავს, რომ “ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს

ირაკლი შალიკაშვილი 07 თებ 2020
გუდაური-კობის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტისათვის გადაადგილება თავისუფალია

გუდაური-კობის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტისათვის გადაადგილება თავისუფალია

15 იან 2018

უახლესი ამბები

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge