NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სამწუხაროა, რომ კვლავ საუბრობენ საერთაშორისო დამკვირვებლები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვაზე – ომბუდსმენი ეუთოს დასკვნაზე

სამწუხაროა, რომ კვლავ საუბრობენ საერთაშორისო დამკვირვებლები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვაზე – ომბუდსმენი ეუთოს დასკვნაზე

01 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება 659 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ძალიან კრიტიკული შეფასებები იყო,“ – ასე აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს შემაჯამებელ დასკვნას.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ წლების წინ გაცემული რეკომენდაციები, რომელიც ხელისუფლებამ არჩევნების დროს არ გაიზიარა, კვლავ მოხვდა ანგარიშში.

ლომჯარიას თქმით, ანგარიშში კვლავ საუბარია ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებსა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე.

„სამწუხაროა, რეკომენდაციები, რომელიც წლების წინ კეთდებოდა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ, თითქოს გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აღარ უნდა ყოფილიყო აქტუალური ქართული არჩევნებისთვის. სამწუხაროდ, ეს პრობლემები კვლავ დაბრუნდა ამ ანგარიშში და სამწუხაროა, რომ კვლავ საუბრობენ საერთაშორისო დამკვირვებლები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის სავარაუდოდ მოსყიდვის შემთხვევები და ხელისუფლების რესურსის მონაწილეობა კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ,“ – ამბობს ლომჯარია.

ეუთოს დოკუმენტის შინაარსი უმწვავესია. ასეთი რადიკალურად ნეგატიური შეფასება ყველაზე გავლენიან სადამკვირვებლო მისიას საქართველოს არჩევნებზე ბოლო 20 წელია, არ დაუდია.

დოკუმენტის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობამ კიდევ წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის.

ეუთოს დამკვირვებლები წერენ, რომ უბნებზე მობილიზებული მმართველი პარტიის კოორდინატორების გამო ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამომრჩეველი ვერ ახერხებდა ხმის მიცემას ზეწოლისა და ანგარიშსწორების შიშის გარეშე.

კომენტარები

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა დამკვირვებლები ეუთოს დასკვნა საერთაშორისო 2019-03-01
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა დამკვირვებლები ეუთოს დასკვნა საერთაშორისო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

TBC-ის საქმე – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში მივლენ, კობა გვენეტაძე კომიტეტის სხდომაზე არ იქნება

შემდეგი სტატია

ეს აჩვენებს, რომ “ქართულ ოცნებას”, რომელსაც წარმოადგენდა სალომე ზურაბიშვილი, ხალხის მანდატი არ გააჩნია – კანდელაკი ეუთოს დასკვნაზე

მსგავსი სტატიები

ივანიშვილი ქველმოქმედია, ნონსენსია, რომ TBC ბანკთან ან ანაკლიის პორტის პროექტთან ბიზნესინტერესი აქვს

ივანიშვილი ქველმოქმედია, ნონსენსია, რომ TBC ბანკთან ან ანაკლიის პორტის პროექტთან ბიზნესინტერესი აქვს

19 თებ 2019

თბილისის საქალაქო სასამართლო სუს-ის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელს განიხილავს

სოსო ელისაშვილი 30 ოქტ 2018
ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა

ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა

ირაკლი შალიკაშვილი 30 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

    “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

  • “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

    “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

  • გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც  …

    გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც …

  • მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

    “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

  • პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

    პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

    “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge