NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საგანგაშო არაფერი არ არის – ანრი ოხანაშვილი ეუთოს დასკვნაზე

საგანგაშო არაფერი არ არის – ანრი ოხანაშვილი ეუთოს დასკვნაზე

01 მარ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 482 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„საგანგაშო არაფერი არ არის აქ,“ – ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ეუთოს შემაჯამებელ დასკვნას, რომელიც უმწვავესია.

ეუთოს მიერ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შემაჯამებელ დასკვნაში არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის მოქალაქეებისთვის ვალების განულების პროგრამა „ხმების მოსყიდვად“ არის მოხსენიებული.

ამის მიუხედავად, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ეუთოს დასკვნაში საგანგაშო არაფერი არ არის და შენიშვნებთან ერთად დადებით ასპექტებზეც არის საუბარი.

„როგორც გითხარით, არის ორი მიმართულება – ერთი მიმართულებით საუბარია პოზიტიურ საკითხებზე, დადებითად არის შეფასებული პროფესიონალური ადმინისტრირება საარჩევნო პროცესის და მეორე მხრივ, საუბარია იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ჩვენ და ამ მიმართულებით, რეკომენდაციის სახით შემოთავაზებულია შემდგომი რეფორმები,“ – ამბობს ოხანაშვილი.

დოკუმენტის შინაარსი უმწვავესია. ასეთი რადიკალურად ნეგატიური შეფასება ყველაზე გავლენიან სადამკვირვებლო მისიას საქართველოს არჩევნებზე ბოლო 20 წელია, არ დაუდია.

დოკუმენტის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობამ კიდევ წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის.

ეუთოს დამკვირვებლები წერენ, რომ უბნებზე მობილიზებული მმართველი პარტიის კოორდინატორების გამო ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამომრჩეველი ვერ ახერხებდა ხმის მიცემას ზეწოლისა და ანგარიშსწორების შიშის გარეშე.

კომენტარები

ეუთოს დასკვნა საგანგაშო 2019-03-01
News
Tags ეუთოს დასკვნა საგანგაშო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„თიბისი ბანკის” საქმის ახალი ფიგურანტები პროკურატურას არ დაუკითხავს – პაატა ღაძაძის ჩვენება საქმის მასალებში არ დევს

შემდეგი სტატია

საქმე გვაქვს პროკურატურის უნიჭო მცდელობასთან, შენიღბოს ივანიშვილის თავდასხმა TBC-ზე“, ანაკლიის პორტზე

მსგავსი სტატიები

„ნაციონალურ მოძრაობაში” პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული

„ნაციონალურ მოძრაობაში” პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული

ირაკლი შალიკაშვილი 01 ივნ 2020
ქაშიბაძე: ორივე მესაზღვრის დიაგნოზი ძალიან სერიოზულია

ქაშიბაძე: ორივე მესაზღვრის დიაგნოზი ძალიან სერიოზულია

27 სექ 2017
მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან

მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან

01 თებ 2018

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge