პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის ანგარიშში საპრეზიდენტო არჩევნები მოხვდა. დოკუმენტი დღეს გასაჯაროვდა. ანგარიშში წერია, რომ 2018 წელს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფოტოსურათებიანი ვერსია საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, გასული წლის განმავლობაში 11 სუბიექტს გადაეცა.
აპარატმა 2018 წელს საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების 470 პროცესი შეისწავლა. დოკუმენტის მიხედვით, ბოლო 2 წელია, პერსონალური მონაცემების დაცვა საარჩევნო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური თემაა. ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლის, სოფო ჭალელის თქმით, პროგრესთან ერთად, საჯარო და კერძო სექტორში გამოწვევები იკვეთება. აპარატის ინფორმაციით, მათ შორისა მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადამოწმება, მონაცემების კანონდარღვევით გამჟღავნება. ჭალელის განცხადებით, ზოგიერთ საჯარო და კერძო დაწესებულებებს სანქციებიც დაუწესდათ.
კომენტარები